GEO   ENG
სიახლეები
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ 2 დეკემბერს კინოთეატრ „ამირანთან“ გამართულ აქციას დააკვირდა
03.12.2019

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამკვირვებლები  2 დეკემბერს, კინოთეატრ „ამირანთან“ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტი ჯგუფების მიერ თამარ შავგულიძის კინოფილმის „კომეტების“ ჩაშლის მიზნით ორგანიზებულ აქციას დააკვირდნენ. 

2 დეკემბრის დაკვირვების შედეგები

აქცია დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა და მასში მონაწილეობას იღებდა 20-მდე ადამიანი. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამკვირვებლების შეფასებით, კინოთატრ „ამირანთან“ მობილიზებული იყო 15-მდე პოლიციელი.

ორგანიზატორები -  2 დეკემბერს, 18:00 საათზე, ულტრამემარჯვენე ექსტრემისტი ჯგუფების მხარდამჭერები  „ვერის პარკში“ და კინოთეატრ „ამირანის“ წინ მიმდებარე ტერიტორიასათან შეიკრიბნენ.  აქცია გაიმართა „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავჯდომარის გურამ ფალავანდიშვილის და არასამთავრობო ორგანიზაცია „ზნეობის“ წარმომადგენლის დავით ლორთქიფანიძის ორგანიზებით. 

აქციის მიზანი - ჰომოფობიური აქციის  მიზანი იყო ფილმის „კომეტები“ პრემიერის ჩაშლა და კინოთეატრის დარბაზის პიკეტირება. აქციის მონაწილეები საჯარო განცხადებებისას იყენებდნენ სიძულვილის ენას. ერთ-ერთმა დემონსტრანტის განაცხადებით, ლგბტ თემი ცდილობს ქართველ ერს თავისი იდენტობა წაართვას და ისინი სახელმწიფოს მტრები არიან. აქციის ორგანიზატორმა გურამ ფალავანდიშვილმა  კი განაცხადა, რომ თამარ შავგულიძის ფილმში „კომეტები“ ქართველი ქალისა და დედის ღირსებაა შელახული, რადგან ფილმში ქალთა წყვილის სიყვარულის ისტორიაა მოთხრობილი.

მაყურებლისთვის შექმნილი დაბრკოლებები - აქციამ ძირითადად მშვიდობიანად ჩაიარა. კინოდარბაზის შესასვლელს  პოლიცია აკონტროლებდა და მცდელობის მიუხედავად, დემონსტრანტებს არ აძლევდა შენობაში შესვლის შესაძლებლობას. ადგილი არ ჰქონია კანონის დარღვევას, თუმცა კინოდარბაზიდან გამოსულ რამდენიმე მაყურებელსა და დემონტრანტებს შორის სიტყვიერი შელაპრაკება მოხდა.

სასულიერო პირები -აქციაზე აქტიურობდნენ სასულიერო პირები. ისინი პოლიციას მოუწოდებდნენ , არ დაეცვათ “გარყვნილების  პროპაგანდის “მხარდამჭერები.

მონიტორინგი შესაძლებელი გახდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის და ნაციონალიზმის გააზრება და მის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში. 

 

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში DRI-ის მიერ გაგზავნილი ახალი საქმეები დარეგისტრირდა

2 ოქტომბრის წერილით ცნობილი გახდა, რომ თამარ გიორგაძისა და ე.ჟ.-ს საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ოფიციალურად დარეგისტრირდა.

20.10.2026
DRI: დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე

დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე.

19.10.2026
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026