GEO   ENG
სიახლეები
DRI: ახალგორის სკოლებში ცხინვალის უშიშროების სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა
29.06.2023
ცხინვალის უშიშროების ე.წ. სამსახურმა 13 ივნისს ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩხრეკა ჩაატარა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ამოიღეს დოკუმენტები, სახელმძღვანელოები; მასწავლებლებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ჩამოართვეს ტელეფონები, რომელიც დათვალიერების შემდეგ დაუბრუნეს. ჩხრეკა უკანონოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დილით ადრე ერთდროულად ჩატარდა სკოლებში, სადაც სწავლა ადრე ქართულ ენაზე მიმდინარეობდა.

ამჟამად, ახალგორის მუნიციპალიტეტში ექვსი სკოლაა, სადაც 2017 წლამდე სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა: ერთი დაბა ახალგორში და ხუთი სოფლებში - იკოთი, კორინთა, ახმაჯი, ბალაანი და ზემო ბოლი. ამ სკოლებს მოსახლეობა ახლაც ქართულ სკოლებად მოიხსენიებს. ადრე სრულად ქართულენოვანი სკოლების რუსიფიკაციის პოლიტიკა 2017 წლიდან დაიწყო, როდესაც სკოლებში 1-6 კლასებში სწავლების ენა ქართულიდან რუსულ ენაზე გადავიდა. ანალოგიური პროცესი შეეხო გალის რეგიონსაც, სადაც ყველა ქართული სკოლა რუსულენოვანი გახდა. წლებია ახალგორში იკრძალება მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილი კი იძულებულია თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიიღოს განათლება.

სკოლების ადმინისტრაციისთვის ჩხრეკის მიზეზი უცნობია. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, სკოლების მიზანში ამოღება ახალგორის მოსახლეობაზე გაძლიერებულ კონტროლს უნდა ნიშნავდეს, რასაც ისიც ადასტურებს, რომ ჩხრეკა, მხოლოდ იმ სკოლებს შეეხო, სადაც 2017 წლამდე სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. ახალგორის რუსულ სკოლაში, რომელიც 2008 წლიდან ფუნქციონირებს, ჩხრეკა არ ჩატარებულა. თავისთავად რუსულენოვანი სკოლის გახსნა რაიონში, სადაც ძირითადად ქართული და ოსური მოსახლეობაა, კიდევ ერთი ნიშანია გამძაფრებული რუსიფიკაციის, რომელიც რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩხრეკის ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს რეგიონში ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციასა და უფლებების შელახვის პრაქტიკაზე.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს . ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო მექანიზმი ახალგორის მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად  და სასწავლო პროცესში უკანონო ჩარევის აღკვეთისათვის და ახალგორის და გალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის მშობლიურ, ქართულ ენაზე განათლების უფლების აღდგენისთვის.
DRI: პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაზე მიანიშნებს ძალადობრივი ჯგუფების ინსტრუმენტალიზაციაზე

DRI ეხმიანება გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებზე ორგანიზებული ჯგუფების თავდასხმას, აღნიშნავს, რომ ძალადობასთან დაკავშირებით ხაზგასმით თვალშისაცემია სამართალდამცველთა.

03.05.2024
DRI: შსს შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციას არღვევს

1 მაისს, შსს-მ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეების მიმართ აქტიური სპეციალური საშუალებები, მათ შორის, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზის ჭურვები, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა.

02.05.2024
DRI: ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია უკანონოდ დაარბია
აქციის დასაშლელად გამოყენებული არაპროპორციული ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები, ასევე, აქციის მონაწილეთა დაკავების უკანონო პრაქტიკა მოწმობს, რომ შსს თავის ქმედებებში გასცდა კანონიერების ფარგლებს.  
01.05.2024