GEO   ENG
სიახლეები
DRI: აფხაზეთის ტერიტორიაზე შესასვლელად 10 დღიანი „ვიზების” აღება ეთნიკური ქართველებისთვის ორჯერ უფრო ძვირია
21.07.2023
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლას და ტერიტორიიდან გასვლას აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ 2016 წელს მიღებული კანონი არეგულირებს. ე.წ. საკანონმდებლო აქტი „აფხაზეთის რესპუბლიკაში შესვლისა და აფხაზეთის რესპუბლიკიდან გასვლის შესახებ“ ადგენს აფხაზეთში შესასვლელად აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და განსაზღვრავს ვიზის სახეობებს.

აფხაზეთში მოსახვედრად ვიზის აღება რთულია და რამდენიმე ეტაპიან პროცედურას ითვალისწინებს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, პროცედურა განსაკუთრებით რთულია ეთნიკური ქართველებისთვის. ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხვედრის მსურველების რიცხვი არც ისე მცირეა, ჩასვლის სურვილი კი ძირითადად წინაპართა საფლავების ან ახლო ნათესავების მონახულებას უკავშირდება.

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასასვლელად ეთნიკურ ქართველებს ე.წ. ვიზის აღება უწევთ,  რომელიც, როგორც წესი, 10 დღის  ვადით გაიცემა. DRI-ის ინფორმაციით, ვიზა ქრთამის გარეშე არ გაიცემა. ქრთამის ოდენობა კი ეთნიკური ქართველებისთვის ორმაგია.  
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026