GEO   ENG
სიახლეები
DRI: ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეების უკანონოდ აკავებენ
31.07.2023
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გმობს ბათუმის პორტში კრუიზ  „ASTORIA GRANDE“-ს შემოსვლასთან დაკავშირებით მიმდინარე მშვიდობიანი აქციის მონაწილეების უკანონო დაკავებებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში.

საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“ მორიგი ტურის ფარგლებში სოჭის პორტიდან 30 ივლისს დაიძრა. გემი ბათუმის ნავსადგურში 31 ივლისს, დილის 5 საათისთვის შემოვიდა. 30 ივლისს პოლიციამ გადაკეტა ყველა ის მონაკვეთი ბათუმში, საიდანაც ნავსადგურთან მისვლა შეიძლებოდა. საჯაროდ ცნობილი იყო, რომ სტუდენტები, აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები გეგმავდნენ  აქციას რუსეთიდან მომავალი საკრუიზო გემის ბათუმში შემოსვლის გასაპროტესტებლად.
მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დილის 4 საათისთვის  ათამდე ოპოზიციონერი დააკავეს. დილის 10 საათამდე, დამატებით დააკავეს სამი აქტივისტი.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, დაკავებებს პირადად ხელმძღვანელობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გრიგოლ ბესელია, რომელსაც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს მეშვეობით, პირადად ადანაშაულებენ ძალადობაში. აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, მან აქციაზე მყოფ გოგოს სახეში გაარტყა. წარსულში გრიგოლ ბესელიას მოქალაქეები იარაღის ჩადებაშიც ადანაშაულებდნენ. აქტივისტების დაკავებაში ასევე პირადად მონაწილეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მაღრაძე. დავით მაღრაძე  და გრიგოლ ბესელია წარსულშიც არაერთხელ გამოირჩეოდნენ ანტირუსული აქციების დროს სავარაუდო უკანონო დაკავებების ორგანიზებასა და პირადად  განხორციელებაში.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიზნებისთვის, კონსტიტუციით აღიარებული შეკრების უფლების განხორციელებისას, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ, შეკრება წინასწარი ნებართვის გარეშე არის შესაძლებელი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის მიხედვით, დამკავებელი სამართალდამცავი ვალდებულია, დაკავებულს დაკავებისთანავე მისთვის გასაგები ფორმით განუმარტოს: მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დაკავების საფუძველი, უფლება ადვოკატზე, მისი სურვილის შემთხვევაში მისი დაკავების ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს.

მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა დაკავებისას, საგანგაშოა არა მხოლოდ სამართალდამცავების მიერ კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა, არამედ მათი მხრიდან გამოყენებული დაუსაბუთებელი, უკანონო და არაპროპორციული ძალადობა. DRI მიიჩნევს, რომ პოლიტიზებული და რეპრესიული უკანონო დაკავებები სახელმწიფოს კონსტიტუციურ წეს-წყობილებას საფუძველს აცლის.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს:
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს - იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში, შეწყვიტოს საპოლიციო ძალადობის პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად გამოყენება და პატივი სცეს გამოხატვისა დადა  შეკრებების თავისუფლებას.
  • სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე.
ამ თემაზე:

ცხინვალში ოპოზიციონერებზე ფიზიკური ძალადობა და რეპრესიები მატულობს

ხინვალში ბოლო დროს მომხდარი ინციდენტები, რომელშიც ფიზიკური ძალა გამოიყენეს ოპოზიციური აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ, აჩვენებს დე ფაქტო ხელისუფლების რეპრესიულ მიდგომას.

17.01.2025
12 იანვარს, ღამით, პოლიციამ ბათუმში უკანონოდ დააკავა ონლაინ გამოცემების „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი

მზია ამაღლობელის დაკავება და მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არის წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი პროვოკაცია.  

14.01.2025
DRC: ,,ქართული ოცნება“ მშვიდობიან დემონსტრანტებს კვლავ მწვავე რეპრესიული პოლიტიკით უპირისპირდება

DRC ეხმიანება 11-12 იანვარს თბილისსა და ბათუმში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც საპოლიციო ძალებმა 20-მდე აქციის მშვიდობიანი მონაწილე დააკავა.


13.01.2025