GEO   ENG
განცხადებები
ხელისუფლება საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე თავდასხმით „მტრის ხატის“ შექმნას ცდილობს
24.01.2024
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ დაესხა თავს. ამჯერად თავდასხმის ობიექტი საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა”, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი გახდნენ. 

საზოგადოებრივი ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობები მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც მძიმე სოციალური ფონი, სიღარიბე და ინფლაცია „ქართული ოცნების“ მრავალწლიანი მმართველობის პირობებში მოსახლეობისთვის კვლავ ყველაზე მტკივნეულ და გადაუჭრელ პრობლემებად რჩება. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საზოგადოებისთვის პოზიტიური დღის წესრიგის შეთავაზების ნაცვლად, ხელისუფლება ცდილობს ნეგატიური ანტიდასავლური საარჩევნო კამპანია აწარმოოს და საკუთარი ამომრჩეველი შემოიკრიბოს ქვეყნის „მტრების“ წინააღმდეგ ბრძოლის ცრუ რიტორიკით. 

აშკარაა, რომ ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე თავდასხმის მორიგი ტალღა, წინასაარჩევნო პოლიტიკური პროპაგანდის ნაწილია, იმეორებს რუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთ მთავარ ნარატივს და „მტრის ხატის“ შექმნის მიზანს ემსახურება. სამწუხაროდ, ეს არ არის მმართველი პარტიის მიერ საზოგადოებრივი ორგანიზაციების დისკრედიტაციის პირველი მცდელობა. მსგავსი საინფორმაციო თავდასხმა ხელისუფლებამ გამოიყენა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც. 2023 წლის გაზაფხულზე  „ქართულმა ოცნებამ“ უშედეგოდ სცადა რუსული კანონის მიღებით, უცხოეთის აგენტის იარლიყით მოენიშნა საერთაშორისო დაფინანსების მიმღები ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია.  
 
საზოგადოებაში დაპირისპირების პროვოცირება, კონკრეტული ადამიანებისა ან ორგანიზაციების პოლიტიკური დევნა, მათ წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის წარმოება და საკუთარი ამომრჩევლების დარაზმვის მცდელობა, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ “ქართული ოცნება” სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე ვიწრო პარტიული მიზნების მიღწევას ცდილობს. მტრული რიტორიკა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ ეწინააღმდეგება როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციურ ღირებულებებს, ასევე ევროკავშირის მოთხოვნებს, გადაიდგას ნაბიჯები პოლარიზაციის დასრულებისკენ. 
 
საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მიზანმიმართული სიძულვილის კამპანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ, გადადგას ნაბიჯები მათთან პარტნიორული და საქმიანი კომუნიკაციის დასამყარებლად და უარი თქვას წინასაარჩევნო კამპანიაში პოლარიზაციის ინსტრუმენტალიზაციაზე.  

ელმომწერი ორგანიზაციები:

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი 
უფლებები საქართველო
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD)
მწვანე ალტერნატივა
სასამართლოს გუშაგი 
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
დემოკრატიის მცველები
ლიბერალური აკადემია თბილისი
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 
ღია სივრცე კავკასია (COS)
მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი (CMIS)
ადამიანის უფლებათა ცენტრი 
მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
ფრანკლინის კლუბი
რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას
არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!
25.04.2024
DRI: „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვირდება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს და სამართლებრივ დახმარებას უწევს უკანონოდ დაკავებულებს.
19.04.2024
DRI: ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია
16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
17.04.2024