GEO   ENG
სიახლეები
უფასო იურიდიული კონსულტაცია
21.05.2019
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI)” მიერ ხორციელდება პროექტი „ულტრა-მემარჯვენე ექსტრემიზმის და ნაციონალიზმის გააზრება და მის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“. პროექტი ითვალისწინებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირების წარმომადგენლობას შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურასა და სასამართლოში. თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენ მიმართ განხორციელდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაული (მუქარა, ძალადობა, დევნა და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი სხვა სახის ქმედება თქვენი რასის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, რელიგიის ან სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის გამო) შეგიძლიათ, დაგვიკავშრდეთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ელ-ფოსტაზე ან პირადად მობრძანდეთ ჩვენს ოფისში. DRI-ის იურისტი გაგიწევთ უფასო იურიდიულ კონსულტაციას.

კონფიდენციალურობა სრულად იქნება დაცული.
ორგანიზაციის მისამართი : გ. კარტოზიას ქუჩა N10
ტელეფონი : +995 032 2 22 09 07
ელ.ფოსტა: info@democracyresearch.org
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026