„ქართული ოცნებამ“ მიიღო რუსული კანონი, რომელიც საქართველოში თავისუფალ და კრიტიკულ მოსაზრებებს ასამარებს. კანონი საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას უკარგავს.
დღეს
პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს სამი კომიტეტის
გაერთიანებულ სხდომაზე მოისმენს. ანგარიშს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით,
სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ნაცვლად, კვლავ მისი პირველი მოადგილე ალექსი
ბატიაშვილი წარადგენს.
სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში კვლავ შაბლონური და უკიდურესად
ზოგადია. დოკუმენტის უკიდურესად მწირი, კონკრეტიკისგან დაცლილი შინაარსი, საზოგადოებას
ვერ შეუქმნის რეალურ წარმოდგენას სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით, საქართველოს
პარლამენტს კი ვერ მიაწვდის იმ მოცულობის ინფორმაციას, რაც ამ უკანასკნელს სუს-ზე დემოკრატიული საპარლამენტო
კონტროლისთვის სჭირდება.
სუს-ის
წლიური ანგარიში რამდენიმე თავისგან შედგება. წინა წლების მსგავსად, დოკუმენტში ქვეყნისთვის
მომდინარე საფრთხეებზე ვრცლად არის საუბარი, თუმცა, ძირითადად, ყოველგვარი კონკრეტიკის
გარეშე. დოკუმენტის ძირითად ხარვეზს წარმოადგენს
ის, რომ ანგარიშში არაა მითითებული, რაში გამოიხატება და საიდან მომდინარეობს საფრთხე,
რა ქმედებები განახორციელა სამსახურმა ამგვარ საფრთხეებზე რეაგირებისთვის და რამდენად
ეფექტიანი იყო მისი ქმედებები. დოკუმენტი შემოიფარგლება ისეთი უკიდურესად ზოგადი ფრაზებით,
როგორებიცაა: „სხვადასხვა შიდა და გარე აქტორები“, „უცხო ქვეყნების ცალკეული დესტრუქციული
ძალები“, გატარდა „სათანადო“ ან „კომპლექსური“
ღონისძიებები.
ანგარიშის
მიხედვით, „ადგილი ჰქონდა სხვადასხვა გარე და შიდა აქტორების მიერ საქართველოში პოლიტიკური
ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადებისა
და რესურსების მობილიზების მცდელობებს.“ თუმცა, სხვა კონკრეტული ინფორმაცია ანგარიშში
მოცემული არ არის.
2023
წლის საქმიანობის ანგარიში ფაქტობრივად იმეორებს 2022 წლის ანგარიშის ძირითად საკითხებს.
ანგარიშში უსაფრთხოების ძირითად პრობლემებს შორის რუსული ოკუპაცია და ქვეყნის ოკუპირებულ
ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზებია მითითებული. თუმცა რუსეთიდან
მომდინარე საფრთხეებზე საუბარია მხოლოდ ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებს
უკავშირდება.
ანგარიშის
სხვა ნაწილებში: „დეზინფორმაცია და ჰიბრიდული ომის სხვა საფრთხეები“, „დეზინფორმაცია
და პროპაგანდა“ „ე.წ. რბილ ძალა და ფარული ოპერაციები“, „კიბერუსაფრთხოება“ და სხვა,
რუსეთის ფედერაცია საფრთხის წყაროდ არ არის დასახელებული. ამ შემთხვევებში სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახური იყენებს ისეთ ზოგად ტერმინს, როგორიცაა „უცხო ქვეყანა“. ცალკეულ
შემთხვევებში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებში რუსეთის ფედერაციის
მოქალაქეები იგულისხმება, თუმცა სუს-ი ანგარიშში თავს არიდებს რუსეთის საფრთხედ მოხსენიებას
(ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული თავების გარდა). მაგალითად, ანგარიშში ნათქვამია,
რომ „ოპერატიულ კონტროლზე იყო აყვანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ქვეყანაში იურიდიული
პირების დაფუძნების შემთხვევები და მიღებულ იქნა ზომები, სანქციებისთვის თავის არიდების
პროცესში, ქართული კომპანიების შესაძლო ჩართვის აღსაკვეთად.“[1]
გასული
წლების ანგარიშებისგან განსხვავებით, 2023 წლის ანგარიშში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის
ქვეთავი ნაკლებად ინფორმაციულია. წლიური ანგარიში მცირედ წარმოდგენასაც არ გვიქმნის
უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით. დოკუმენტში
მოცემულია მხოლოდ სტატისტიკური ინფორმაცია, კონტროლის შინაარსობრივი ნაწილი კი - ბუნდოვანია.
სუს-ის
ანგარიშის ანალიზი კიდევ ერთხელ ამყარებს მოსაზრებას, რომ უწყების რესურსი არარაციონალურად
იხარჯება და მისი ინტერესი მიპყრობილია არა რეალური საფრთხეების იდენტიფიცირებისა და
მათ წინააღმდეგ ბრძოლის, არამედ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფებისა და საზოგადოებრივი
ორგანიზაციების დისკრედიტაციისაკენ.
[1] საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში. 2023 წელი, გვ. 22 ხელმისაწვდომია: https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/angarishebi/usaprtxoeba/2023.pdf
ჩვენ ვეხმიანებით „ქართული ოცნების“ ინიციატივას და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული საკითხი წარმოადგენს წინასაარჩევნოდ ეკლესიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მცდელობას.