GEO   ENG
სიახლეები
ხელისუფლება, როგორც ანტიგენდერული მოძრაობის მთავარი აქტორი საქართველოში
03.07.2024

3 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა სოციალურ და ონლაინ მედიაში ანტიგენდერული მოძრაობის ძირითად აქტორებზე 18 თვის განმავლობაში განხორციელებული დაკვირვების შედეგების პრეზენტაცია გამართა. დაკვირვება აჩვენებს, რომ საქართველოში, ანტიგენდერული დისკურსის ძირითად აქტორებად  „ქართული ოცნების“, მისი სატელიტი პოლიტიკური ძალების, ღიად პროსახელისუფლებო მედია პლატფორმებისა და ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლები გვევლინებიან. თუ საანგარიშო პერიოდამდე, ჰომოფობიური და ანტიგენდერული რიტორიკა ულტრამემარჯვენე ჯგუფების ნიშას წარმოადგენდა, დღეს ის მთლიანად აითვისა „ქართულმა ოცნებამ“.  

მმართველი პარტიის სრული შებრუნება ულტრაკონსერვატიული მიმართულებით განსაკუთრებით ხილვადი გახდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ,  რამაც კიდევ უფრო გამოკვეთა „ქართული ოცნებისა“ და ძალადობრივი, ულტრამემარჯვენე ფლანგის ანტიგენდერული და ჰომოფობიური დისკურსის იდენტური კონტურები. ამ ჯგუფების პოლიტიკური ლექსიკა და რიტორიკა იმდენად მსგავსი გახდა, რომ ხშირ შემთხვევაში რთულია ანტიგენდერული და ჰომოფობიური კამპანიების პირველწყაროს განსაზღვრა.

ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და ხელისუფლების მხრიდან დროთა განმავლობაში იზრდება გენდერული და ლგბტიქ+ იდენტობის საკითხებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დისკუსიებში, ნათლად იკვეთება ჰომოფობიური რიტორიკა, რომელიც მეტწილად ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკური ჰომოფობიის ფონზე ვითარდება. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ყურადსაღებია ხელისუფლების წარმომადგენელთა სექსისტური გამონათქვამები, სიტყვიერი თავდასხმები ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებსა და საქართველოს პრეზიდენტზე. 

ანგარიშში მიმოხილულია ხელისუფლების, როგორც წამყვანი ანტიგენდერული აქტორის და სხვა ძირითადი ულტრამემარჯვენე ჯგუფების დროში ცვალებადი ჰომოფობიური და სექსისტური რიტორიკა; აღწერილია ანტიგენდერული საკანონმდებლო ინიციატივები და მასთან დაკავშირებული პოლიტიკურ/სოციალური დისკუსიები; გაანალიზებულია პოლიტიკოსი ქალების წინააღმდეგ მიმართული მადისკრედიტირებელი კამპანიები, მისი დამახასიათებელი დეზინფორმაციული და მანიპულაციური მედია კონტენტი. ანგარიშის დასკვნით ნაწილში კი მოცემულია საანგარიშო პერიოდში გამოკვეთილი ძირითადი მიგნებები და შესაბამისი რეკომენდაციები.

რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026