GEO   ENG
სიახლეები
DRC მოუწოდებს საპოლიციო ძალებს შეწყვიტონ უკანონო ბრძანების აღსრულება და მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი მეთოდებით დარბევა
30.11.2024

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალებმა კვლავ უკანონოდ დაარბიეს მშვიდობიანი აქცია და ამ წუთებშიც განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან დემონსტრანტებს.

00:37 საათზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აქცია სრულად გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მოთხოვნებს და გახდა სრულად ძალადობრივი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

30 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტები იკავებდნენ, მათ შორის, ჭიჭინაძის ქუჩას. პარალელურად, სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანა მობილიზებული იყო ჟვანიას ქუჩაზე, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან, თავისუფლების მოედანსა და საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ვიწრო ქუჩებზე.

დემონსტრანტთა მცირე ჯგუფმა საპოლიციო ძალებს პლასტმასის ბოთლებსა და პიროტექნიკას ესროდნენ, რა დროსაც (დაახლოებით, 00:25 საათზე) გამოიყენეს წყლის ჭავლი, გაფრთხილების წესების უხეში დარღვევით. ამასთან, ინსტრუქციისა და საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფით გამოიყენეს რეზინის ტყვიები.

მიუხედავად იმისა, ჭიჭინაძის ქუჩასა და რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ათიათასობით მოქალაქე მშვიდობიანად გამოხატავდნენ პროტესტს, მოულოდნელად სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მათი მისამართით (მათ შორის, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე) გამოიყენეს გაზის ჭურვები, რის შედეგადაც არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა დიდი რაოდენობის გამო, ისინი სრულფასოვნად ვერ სარგებლობენ სამედიცინო დახმარებით.

საპოლიციო ძალები მესამე დღეა იყენებენ უკანონო ღონისძიებებს, სასტიკად უსწორდებიან ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებს, იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა რესურსს, განსაკუთრებული სისასტიკით აკავებენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, მათ შორის, არასრულწლოვანებს. მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ საპოლიციო ძალების ერთადერთი მიზანი მშვიდობიანი დემონსტრანტების დასჯა და დაშინებაა.

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე აგრძელებენ საპოლიციო ძალები დემონსტრანტების მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და უკანონო დაკავებებს. რუსთაველის გამზირზე აქციის მშვიდობიანი ხასიათიდან გამომდინარე, არ არსებობს იძულებითი ღონისძიებების, მათ შორის, გაზის ჭურვების გამოყენების არანაირი კანონიერი საფუძველი.

რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026