GEO   ENG
სიახლეები
თამარ მეარაყიშვილის მიმართ წლების განმავლობაში მიმდინარე დევნა კვლავ გრძელდება
25.12.2024

7 წელზე მეტია სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დევნის და შევიწროების მსხვერპლია. გარდა იმისა, რომ წლების განმავლობაში მეარაყიშვილის მიმართ არა ერთი ცრუ სისხლის სამართლის საქმე იქნა აღძრული, რამდენიმე დღის წინ მისი შევიწროების მორიგი ეპიზოდის შესახებ გახდა ცნობილი. კერძოდ, ახალგორის რაიონის დეპუტატმა, დე ფაქტო პარლამენტის წევრი ზაზა დრიაევმა  მეარაყიშვილს მობილური ტელეფონი წაართვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი ჰკრა.  მას შემდეგ, რაც მეარაყიშვილმა ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში გაავრცელა, მას გარკვეული პირები დაუკავშირდნენ და მოსთხოვეს ვიდეო საკუთარი გვერდიდან წაეშალა, წინააღმდეგ შემთხვევაში მდგომარეობა უფრო გაუარესდებოდა. თამარმა მათ მოთხოვნაზე უარი განუცხადა. მეორე დღეს, შესაბამისი ორგანოები მეარაყიშვილის მაღაზიაში მივიდნენ, რომელიც მან გასულ თვეს ქალაქ ცხინვალში გახსნა. მეარაყიშვილს განუმარტეს, რომ მას არ აქვს შესაბამისი რეგისტრაცია გავლილი და მოსთხოვეს ობიექტი დაეხურა. აღსანიშნავია, რომ მეარაყიშვილს მაღაზია მანამდე ახალგორში ჰქონდა, თუმცა მოუწია იქაც დაეხურა, რადგან ფართის მფლობელს, დაშინებით მოსთხოვეს  უარი ეთქვა მეარაყიშვილისთვის ქონების მიქირავებაზე. საგანგაშოა ისიც, რომ მეარაყიშვილი ვერ სარგებლობს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციით, რომელიც მას ჩამოართვეს სისხლის სამართლის ორი ცრუ საქმის - სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობის უკანონოდ მიღება, საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად ფლობა და გაყალბებული  პასპორტით სარგებლობის განხილვის გამო. შესაბამისად, აბსურდულია მის მიმართ წაყენებული ბრალდება, რომ მან არ დაარეგისტრირა მაღაზია, ვინაიდან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევის გამო, მეარაყიშვილს 8 წელია შეზღუდულო აქვს ყველანაირი სამართლებრივი პროცედურის გავლა.

როგორც დე ფაქტო ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები, პირად საუბრებში აცხადებენ, ხელისუფლებაში და მმართველ პარტია ,,ნიხას“-ში უკმაყოფილოები არიან დრიაევის საქციელით, თუმცა რადგან ის მათი პარტიის წევრია, არ სურთ მის ქმედებაზე საჯაროდ საუბარი და არ უნდათ ამ ყველაფერს სამართლებრივი გაგრძელება მოჰყვეს, რადგან ეს  პარტიის იმიჯზე იმოქმედებს. 

მეარაყიშვილის თქმით, მან გადაწყვიტა ისევ დაბაში დაბრუნდეს, რადგან ცხინვალში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობს, თუმცა მისი უსაფრთხოება არც ახალგორშია დაცული. აღსანიშნავია, რომ მომხდარი ფაქტის შემდეგ, მეარაყიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების და თბილისის უმოქმედობის ფონზე, თამარ მეარაყიშვილის მიმართ დევნის შესაჩერებლად, აუცილებელია მისი საკითხი განხილულ იქნას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში. დემოკრატიის კვლევის ცენტრი მიმართავს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, უახლოეს შეხვედრის დღის წესრიგში შეიტანონ თამარ მეარაყიშვილის მიმართ განგრძობადი დევნის აღკვეთის საკითხი და მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების დაუყოვნებლივ დასაბრუნებლად. 

DRC – ხელისუფლება ქართული კანონების რუსულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას აგრძელებს

მიხეილ ყაველაშვილმა 29 დეკემბერს ხელი მოაწერა შვიდამდე კანონს, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

08.01.2025
ქართულმა ოცნებამ პარტიულად დამოუკიდებელი, პროფესიონალი საჯარო მოხელეების დევნა დაიწყო

26 დეკემბერს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა  საჯარო მოხელეების სამსახურიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლების რამდენიმე შემთხვევა. 

30.12.2024
საპროტესტო აქციებზე დაკავებული გიორგი წაქაძის ისტორია

საპროტესტო აქციებზე დემოკრატიის კვლევის ცენტრის თანამშრომელი გიორგი წაქაძე დააკავეს, რომელიც პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე გვიყვება.

27.12.2024