„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ეხმიანება 2 დეკემბერს პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გამართულ აქციაზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას და მიიჩნევს, რომ აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის ძალადობრივ დაპირისპირებაზე, ასევე, საზოგადოებაში პოლარიზირებული და რადიკალური განწყობების გაღვივებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
დაპირისპირება აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის:
2 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ახალგაზრდული მოძრაობა „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრებს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მმართველი პარტიის მხარდამჭერები დახვდნენ. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ დღის პირველ ნახევარში მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრების დაკავებას ქალაქ მცხეთაში. დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ქართული ოცნების ოფისზე პლაკატების გაკვრა დაიწყეს, რამაც მმართველი პარტიის მხარდამჭერების უკმაყოფილება გამოიწვია.
ღია წყაროებით გავრცელებული მასალა ადასტურებს, რომ კონტრაქციის მონაწილეები აქციის მონაწილეების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. მედია საშუალებებმა აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის (რის შედეგადაც 5 აქტივისტი დაშავდა) არაერთი ფაქტი გადაიღეს. კონტრაქციის მონაწილეების მიერ ნასროლი პიროტექნიკა აქციის ერთ-ერთი მონაწილეს თვალში მოხვდა.
პოლიციამ შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო
მიუხედავად არაერთი ჩანაწერისა, რომელიც ადასტურებს, რომ კონტრაქციის მონაწილეები დემონსტრანტებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, პოლიციას არც ერთი კონტრდემონსტრანტი არ დაუკავებია. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დაიწყო.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პოლიციას ეკისრება „შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, რაც პირდაპირ მოიაზრებს პოლიციის ვალდებულებას, მშვიდობიანი დემონსტრანტები დაიცვას კონტრდემონსტრანტების და სხვა პირთა ძალადობრივი ქმედებებისაგან, მათ შორის, დაპირისპირებული მხარეების ერთმანეთისგან ფიზიკური განცალკევების და ძალადობის აღკვეთის გზით.
ამის საპირისპიროდ, მედია საშუალებებით გავრცელებული არაერთი კადრიდან ნათლად ჩანს, რომ პოლიციამ ხელი არ შეუშალა კონტრაქციის აგრესიულად განწყობილ მონაწილეებს - მიახლოვებოდნენ დემონსტრანტებს და, ამგვარად, ვერ უზრუნველყო მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება.
მოვლენების შეფასება
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, უკანსაკნელ პერიოდში ერთგვარ ტენდენციად ჩამოყალიბდა დემონსტრანტებსა და კონტრდემონსტრანტებს შორის წარმოქმნილი დაპირისპირებისას, ძალადობის აღსაკვეთად ქმედითი ღონისძიებების გატარების სანაცვლოდ, დაზარალებული მხარის გარიდება შემთხვევის ადგილიდან, რაც მოძალადე ჯგუფებში დაუსჯელობის განცდას ქმნის და ახალისებს მომავალ ძალადობას.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დაკვირვების შედეგები ასევე ცხადყოფს, რომ შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში, პოლიციას გააჩნია რესურსი, უზრუნველყოს წესრიგი, დაიცვას შეკრებისა და გამოხატვის უფლება და კანონის შესაბამისად აღკვეთოს ნებისმიერი სამართალდარღვევა.
რეკომენდაციები
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს მმართველ პოლიტიკურ გუნდს:
მმართველი და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს:
სამართალდამცავ ორგანოებს:
მიმდინარე წლის მარტში ახალგორის რაიონულ საავადმყოფოში პაციენტთა მომართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. პაციენტთა ნაკადის ზრდამ ახალაგორის სამედიცინო დაწესებულების მომსახურება შეაფერხა.
სუს-ის სამსახურის ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ნათელი დასტურია იმის, რომ უწყება დამოუკიდებელი არასდროს ყოფილა და კონკრეტული პარტიის ინტერესებს ემსახურებოდა.
“ქართული ოცნება” მიერ საგამოძიებო
კომისიის შექმნა ემსახურება 2008 წლის ომის შესახებ საერთაშორისო გამოძიების
შედეგების უგულებელყოფას და მთავარ დამნაშავედ ქართული მხარის წარმოჩენას.