GEO   ENG
სიახლეები
აუცილებელია შეიქმნას ჰუმანიტარული მიმართულებით მომუშავე ადამიანთა სია, რომელთაც კონფლიქტურ რეგიონებში უსაფრთხოდ მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ
09.12.2019

უკვე ერთი თვეა რაც, ცხინვალში, უკანონო პატიმრობაში იმყოფება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ამ დროის განმავლობაში, ხელისუფლების წარმომადგენლები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში აიმედებენ ოჯახს და ახლობლებს, რომ ექიმის განთავისუფლება უახლოეს მომავალში მოხდება. თუმცა ეს შედეგი არ დგება და გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა მინდობილია საოკუპაციო რეჟიმის „კეთილ ნებას.“

ოკუპირებულ რეგიონში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებამ ცხადყო, რომ აუცილებელია შეიქმნას დამატებითი მექანიზმი, რომელიც შეთანხმებული იქნება კონფლიქტის ყველა მხარესთან და უზრუნველყოს ჰუმანიტარული მიმართულებით მომუშავე ადამიანთა უსაფრთხო გადაადგილებას.

ექიმები, მეხანძრეები, ეკოლოგიურ კატასტროფებთან მებრძოლი ადამიანები - ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროფესიების, რომელთაც დაუშვებელია ხელი შეუშალონ მუშაობაში. შესაბამისად, აუცილებელია მოლაპარაკებების რეჟიმში მომზადდეს და შეთანხმდეს ყველა მხარესთან კონკრეტული ადამიანების სია, რომელთაც კრიზისულ სიტუაციებში  ე. წ საზღვრების უსაფრთხოდ გადაკვეთა და მუშაობა შეეძლებათ.

სამი თვის მანძილზე ვადევნებდით თვალს ჰუმანიტარულ კრიზისს ახალგორში. მოქალაქეებს არ ჰქონდათ საკვების, მედიკამენტების დროული და ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისის მიღების შესაძლებლობა. შეზღუდის ე.წ შერბილებაზე გადაწყვეტილება საოკუპაციო ძალებმა  მხოლოდ 2 დეკემბერს მიიღეს. თუმცა არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ამით ახალგორის ჰუმანიტარული კრიზისი ამოიწურა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ადგილზე კვლავ რჩება მნიშვნელოვანი პრობლემები.

საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლებას, მძიმე პაციენტებს მხოლოდ ახალგორიდან ცხინვალში ჩასვლის შემდეგ აძლევენ, რაც სამედიცინო საჭიროების მქონე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის უფლებას მისცემენ მხოლოდ იმ პენსიონერებს, რომლებიც მარტო ქართულ პენსიას იღებენ. საზოგადოების დანარჩენ ნაწილს კი, რომელიც ამ კეტეგორიას არ ეკუთვნის, კვლავ სრულად ეზღუდება თავისუფალი გადაადგილების უფლებას.

 „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს ხელისუფლებას შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა და ადეკვატურად უპასუხოს კრიზისებს, რომელთა მეტ-ნაკლებად მართვაც, საოკუპაციო რეჟიმის მიუხედავად, შესაძლებელია. აუცილებელია მოლაპარაკებების რეჟიმში მომზადდეს კონკრეტული ადამიანების სია, რომელთაც კრიზისულ სიტუაციებში  ე.წ საზღვრების უსაფრთხოდ გადაკვეთა და მუშაობა შეეძლებათ.

რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026