GEO   ENG
ანგარიშები
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გარემოს შეფასება
14.02.2025

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით პირველად ჩატარდა. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანია არჩევნების დღემდე 60 დღით ადრე, 2024 წლის 27 აგვისტოს ოფიციალურად დაიწყო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნები შესაბამისი განკარგულებით დანიშნა. 

დოკუმენტის საანგარიშო პერიოდი 2024 წლის 27 აგვისტო - 31 დეკემბერია. დემოკრატიის კვლევის ცენტრი წინასაარჩევნო გარემოს წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების პირველივე დღიდან აკვირდებოდა. თუმცა, ანგარიშში, როგორც საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, ისე, კენჭისყრის დღის შემდეგ მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენებიც არის ასახული. ანგარიშში ასევე განხილულია ძირითადი საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების საკითხიც.

მონიტორინგის მიზნებიდან გამომდინარე, ანგარიშში გაანალიზებულია: 

  • წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები
  • საჯარო მოხელეებზე პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლისა და სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები
  • ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებზე, ასევე, ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევები
  • წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტების საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტები
  • წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მმართველი პარტიის სააგიტაციო შეხვედრებში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობის შემთხვევები
  • პროგრამები, ინიციატივები და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელება, შესაძლოა, კანონდარღვევას არ წარმოადგენდა, თუმცა, არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა საარჩევნო სუბიექტები
  • საჯარო სექტორში დასაქმებული და სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევის შესახებ გავრცელებული სარწმუნო ინფორმაციის ანალიზი
  • საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევები
  • ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით ორგანიზებულ ღონისძიებებში საარჩევნო სუბიექტების მონაწილეობის ფაქტები
  • კენჭისყრის დღეს მომხდარი მასშტაბური და სისტემური ხასიათის დარღვევები
  • წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პოლიტიკური პარტიების შემოწირულებები. 

2024 წლის 26 ოქტომბრისსაპარლამენტო არჩევნების გარემოს შეფასება (ფინალური ანგარიში)

რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026