GEO   ENG
სიახლეები
DRI პარლამენტში მიმდინარე უპრეცენდენტო დარღვევებზე საუბრობს
13.12.2019

,,დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის’’ შეფასებით, 12 დეკემბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დარბაზიდან  ძალის გამოყენებით ჟურნალისტების გაძევება, აქციის მონაწილეთა გადაადგილების დაუსაბუთებელი შეზღუდვა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის პროცედურების დაუცველი წარმართვა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და არ შეესაბამება დემოკრატიულ, ადამიანთა თანასწორობაზე დაფუძნებულ სახელმწიფოს პრინციპებსა და ღირებულებებს.

ჟურნალისტთა საქმიანობის დაუსაბუთებელი შეზღუდვა

მედია საშუალებების მიერ, დაფიქსირდა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირის მიერ პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან ჟურნალისტის ძალის გამოყენებით გაძევება. ,,დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი’’ აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტში წესრიგს იცავს საქართველოს მანდატურის სამსახური.  არაუფლებამოსილ პირთა მიერ ჩადენილი ნებისმიერი სახის თვითნებობა  კატეგორიულად დაუშვებელია და საჭიროებს სათანადო ორგანოთა რეაგირებას.

გაუმჭვირვალე პროცედურები და მოქალაქეთა უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა 

იურიდულ საკითხთა კომიტეტის სხდომა წარიმართა პროცედურული დარღვევით, არ იყო დაცული კენჭისყრის პროცედურა.

ამავდროულად, ,,დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი’’ მოუწოდებს პარლამენტს გამოიკვლიოს აქციის მონაწილეთა და ცალეკულ პირთა განცხადებები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ დაშვებული საშვის მიუხედავად, პოლიციამ დაუსაბუთებლად არ მისცა მათ საქართველოს პარლამენტის შენობაში შესვლის უფლება.

მოვლენების შეფასება

,,დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი’’ აღნიშნავს, რომ ჟურნალისტის საქმიანობა დაცულია საქართველოს კანონმდებლობით და მისი დაუსაბუთებელი შეზღუდვა დაუშვებელია.

ასევე, მნიშვნელოვანია დაპირისპირებულმა მხარეებმა გადადგან ქმედითი ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისთვის და ნებისმიერ საკვანძო საკითხზე შეთანხმება მოხდეს დიალოგის გზით.   

რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026