ბოლო ათეული წლის განმავლობაში პირველად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში,
მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა დაშლისა და დაკავების პროცესში გამოყენებული რეპრესიული
ღონისძიებები წამებად დაკვალიფიცირდა. დემონსტრაციების
დარბევისას გამოყენებულმა სისტემურმა ძალადობამ, მისმა ორგანიზებულმა ხასიათმა, დაკავებულთა
აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიყენებული დაზიანებების სიმძიმემ და ლოკაციამ გააჩინა
სარწმუნო ეჭვი, რომ პოლიცია ძალადობრივ მეთოდებს აქციების მონაწილეთა დასასჯელად და
დასაშინებლად იყენებდა. წამების და არაადამიანური მოპყრობის თვალსაჩინო ნიშნების მიმართ,
ძალადობის თვითმხილველი საპატრულო პოლიციის უმოქმედობამ, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში სამართალდამცავთა
უშუალო მონაწილეობამ და სასამართლოს მიკერძოებულობამ
თუ გულგრილობამ, წამება და არაადამიანური მოპყრობა ჩვეულებრივ დღის წესრიგად აქცია.
ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე პროტესტის დროს, ნათელი გახდა, რომ „ქართული ოცნების“
პირდაპირი ანგარიშსწორების მსხვერპლი ხდებოდნენ არა მხოლოდ, პოლიტიკოსები და სამოქალაქო
აქტივისტები, არამედ ნებისმიერი ადამიანი, რადგან სასტიკი მოპყრობის მთავარ საფუძველს
მათი აქციაზე ყოფნა წარმოადგენდა. ამ პერიოდშივე გამოიკვეთა განსაკუთრებული აგრესია
მედიის წარმომადგენელთა მიმართ. „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკა კიდევ უფრო
მეტად დამძიმდა ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონმდებლობის ინიციირებით/მიღებით.
საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით,[1]
2024 წლის 19 ნოემბრიდან - 1-ელ მარტამდე პერიოდში, არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ
ხაზზე იმ 1084 პირის შესახებ შევიდა შეტყობინება,
ვის მიმართაც ადმინისტრაციული სამართალწარმოება სხვადასხვა საფუძვლით დაიწყო. ქსელის
ადვოკატებმა მომსახურება გაუწიეს ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 486 პირს. 600 პირს
კი შინაგან საქმეთა სამინისტრო 1741 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას
ედავება, რაც, მათ შორის, ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას გულისხმობს.[2] საანგარიშო პერიოდში 50-მდე ადამიანის მიმართ სისხლის
სამართლის საქმეა აღძრული. სისხლის სამართლის წესით დაკავებულების მიმართ ყველაზე ხშირ
შემთხვევაში, სასამართლომ ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გამოიყენა,
მოგვიანებით კი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ორ მათგანს პატიმრობა გირაოთი
შეუცვალა.[3] აღკვეთის
ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა ასევე 8 პირს, რომელთაც 2 თებერვალს სტრატეგიული
ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავებიან.[4] მიუხედავად არაერთი
მტკიცებულებისა, ამ დრომდე არც ერთი სამართალდამცავი არ არის კანონის შესაბამისად დასჯილი. ის არაფორმალური ძალადობრივი დაჯგუფების წევრები კი, რომლებიც
ქუჩაში აქციის მონაწილეებს ფიზიკურად სასტიკად
გაუსწორდნენ, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.[5] დაკავებულთა უმეტესობა ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია. ისინი
ადვოკატებთან საუბრის დროს იხსენებენ მათდამი არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის
უმძიმეს ფაქტებს.
საერთაშორისო სტანდარტების
მიხედვით, სათანადო ანგარიშვალდებულების პირობებში,
ყურადღება უნდა მიექცეს ძალის გამოყენების მსხვერპლთა უფლებებსა და საჭიროებებს, მათ
შორის, სამედიცინო დახმარების, საჩივრის შეტანის, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ
ინფორმირების, მოწმეების დაკითხვის, იურიდიული და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის, გამოძიების
შედეგების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების უფლებებს. იმ შემთხვევაში,
თუ საპოლიციო ძალა უკანონოდ არის გამოყენებული, აუცილებელია კომპენსაცია, რეაბილიტაცია
და მსგავსი უკანონო მოპყრობის არგამეორების გარანტია.[6]
საანგარიშო პერიოდში განვითარებული მოვლენები სრულად უგულებელყოფს ზემოთ აღნიშნულ
საერთაშორისო სტანდარტებს.
წინამდებარე ანგარიში
ასახავს 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან 2025 წლის 1-ელ მარტამდე დროის პერიოდში საპროტესტო
აქციებზე დაკვირვების შედეგებს. ანგარიშში, ადგილობრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის, შეფასებულია როგორც დემონსტრანტთა, ისე სამართალდამცავთა
ქცევა. დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება არის გამახვილებული: სპეციალური ღონისძიებების
გამოყენების უკანონობაზე, გამოყენებული ფიზიკური
ძალის არალეგიტიმურობაზე, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით
ანგარიშსწორებაზე, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის
ინსტრუმენტალიზაციასა და დაუსჯელობის სინდრომზე,
რომელიც ახალისებს ძალადობას.
აპრილსა და მაისში
(„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საპარლამენტო განხილვების დროს)[7] ისედაც
მძიმე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შემზღუდავი გარემო, ნოემბერ-დეკემბერში
კიდევ უფრო დამძიმდა. საანგარიშო პერიოდში, აქციები ძირითადად ორი მიზეზით იყო გამოწვეული:
[2]
შენიშვნა: იმ პირთა რაოდენობა,
ვის მიმართაც დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება, შესაძლოა, უფრო მაღალი იყოს,
რადგან მონაცემები ასახავს მხოლოდ ქსელში შესულ რაოდენობას.
[3] gyla.ge, 09.01.2025, იხ. https://gyla.ge/post/aqciebis-konteqtshi-siskhlis-samartlis-wesit-dakavebulebi
[4] netgazeti.ge, 05.02.2025, იხ. https://netgazeti.ge/news/762490/
[5] tvpirveli.ge, 23.12.2024, იხ. https://shorturl.at/nmpqR
[6] Amnesty International,
„Guidelines for Implementation of the UN Basic Principles on the Use of Force
and firearms by law enforcement officials“, 2016, p. 27, k) იხ. https://www.amnesty.nl/content/uploads/2017/01/ainl_guidelines_use_of_force_short_version_0.pdf?x79902
[7]
democracyresearch.org, საპროტესტო აქციები დაკვირვების ქვეშ,
2024, იხ. https://shorturl.at/G3WWH
[8] radiotavisupleba.ge, 28.11.2014, იხ. https://www.radiotavisupleba.ge/a/33219304.html
23 დეკემბერს
საქართველოს პროკურატურამ სუს-ის ყოფილ
უფროსს გრიგოლ
ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ქრთამის
აღების შესახებ
ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება ოკუპირებულ ახალგორში ქართველი სამოქალაქო და ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის დაკავებას.
2025 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველო პრაქტიკულად ადამიანის უფლებების გარეშე ხვდება.