„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ გუნდი მწუხარებას გამოთქვამს 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და საზოგადოებას.
საქმეში გამოკვეთილი დარღვევები, მათ შორის, სპეციალიზაციის არმქონე სამართალდამცავთა ურთიერთობა არასრულწლოვანთან, სავარაუდოდ მუქარისა და დაშინების გამოყენება აღიარების მიღების მიზნით, ხაზს უსვამს ქართული მართმსაჯულების სისტემურ ხარვეზებს. მიუხედავად საგანგებოდ შემუშავებული არასრულწლოვანთა მართმსაჯულების კოდექსისა, რომელიც თავის დროზე სამართლიანად შეფასდა მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად, პოლიციის სისტემა არ/ვერ იცავს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და არ არის ინდივიდუალურ მიდგომაზე დაფუძნებული.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ სისტემურ ხარვეზებს ვერ აღმოფხვრის მხოლოდ ცალკეულ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შემჭიდროვებულ ვადებში წარმართოს გამოძიება. საქმეში მონაწილე ყველა პირის ვინაობის, როლისა და პასუხისმგებლობის დადგენა მიუხედავად მათი თანამდებობრივი იერარქიისა, საზოგადოებას სისტემური ხარვეზების ანალიზის საშუალებას მისცემს.
ლუკა სირაძის საქმის გამოძიება იქნება ტესტი, რამდენად ეფექტურია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ყურადღებით დააკვირდება საქმის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.
რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას.
2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.
ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე.