GEO   ENG
სიახლეები
სუს-ის უფროსის მუქარა, დაშინება და პოლიტიკური კონტროლი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ
02.10.2025

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა უფროსმა მამუკა მდინარაძემ 1 ოქტომბერს ტელეკომპანია იმედთან მიცემულ ინტერვიუში  არა ერთი მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა. სუსის ახალი უფროსის მუქარის ადრესატები აქციის მონაწილეები იყვნენ, რომელთაც „ძალიან მძიმე პასუხის“ მიღებას დაჰპირდა, თუ ისინი კანონის ფარგლებიდან გასცდებიან. სუს-ი ფორმალურად დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომლის საქმიანობა პარტიული გავლენისგან და კონტროლისგან თავისუფალი უნდა იყოს. თუმცა სუსის უფროსის  გზავნილები სრულ თანხვედრაშია ირაკლი კობახიძესა[1] და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების მუქარასთან, რაც არ არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, ერთპარტიული პარლამენტის მიერ მდინარაძის კანდიდატურის ყოველგვარი განხილვის და დისკუსიის გარეშე დამტკიცებას .[2] 

კანონის დარღვევისა სამართალდამცავი ორგანოების ვალდებულება მასზე დროული და ეფექტიანი რეაგირება, ეს ცნობილია პროტესტის მონაწილე პირებისთვის.  აქციის ჩატარებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში, მედიის საშუალებით „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან დასჯის დაანონსება, მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის დაშინებას ემსახურებოდეს, რომ ე.წ. მძიმე პასუხის და „მკაცრი რეაგირების“ შიშით, რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა გაბედოს საპროტესტო აქციაში მონაწილეობა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის პოლიტიზება დამკვიდრებული პრაქტიკაა, თუმცა მდინარაძის წინამორბედი ხელმძღვანელები, როგორც წესი, თავს იკავებდნენ თავად გაეჟღერებინათ  პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მუქარა და ამით მცირედ მაინც   ინარჩუნებდნენ საჯარო პოლიტიკურ პროცესში ღიად და პერსონალურად ჩართვას. მდინარაძის მხრიდან პირადად გაჟღერებული მუქარა კი, სუს-ის უკიდურესი და დაუფარავი პოლიტიკური ინსტრუმენტირების დასტურია. მართალია, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მოლოდინი არც არსებობდა, მაგრამ როგორც ჩანს, მდინარაძის ამ თანამდებობაზე განმწესებით, სუს-ის როლი გარკვეულწილად შეიცვალა და ახლა ეს უწყება არა მხოლოდ ფარული ინსტრუმენტებით, არამედ ღიად იმოქმედებს როგორც „პოლიტიკური პოლიცია“. მდინარაძის მეთაურობით ამ უწყების ერთ-ერთი ფუნქცია კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ ღია მუქარა და დაშინება იქნება.

წინა წლების გამოცდილებითა და დაკვირვებით, როგორც წესი სუს-ის ხელმძღვანელები მედიის წინაშე აქტიურად არ ჩნდებოდნენ. ერთი მხრივ, ეს პრაქტიკა უწყების დახურული საქმიანობის მიმართ კითხვების დასმის შესაძლებლობასაც ამცირებდა, თუმცა ამ შემთხვევაში მდინარაძის საჯაროობა ემსახურება არა კრიტიკულ მედიასთან ინფორმაციის გაცვლის, საზოგადოების ინფორმირების მიზანს, არამედ პროსახელისუფლებო მედიის გამოყენებით, პოლიტიკური ოპონენტებთან და საპროტესტოდ განწყობილ ადამიანებთან ანგარიშსწორების დაანონსებას. მედიასთან კომუნიკაციის გამოყენება მისასალმებელი იქნებოდა სუს-ის საქმიანობის ანგარიშვალდებულების გაზრდისთვის, მაგრამ არა მუქარა/დაშინების გასაჟღერებლად. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მდინარაძეს ხანგრძლივი სატელევიზიო ინტერვიუ არ გამოუყენებია ოკუპაციასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე და მიმდინარე გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს წინაშე მდგარ უსაფრთხოების რისკებზე სასაუბროდ. მისი საჯარო გამოსვლის მთავარი აქცენტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უწყება სრულიად აცდენილია კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებების ჩარჩოს და ქვეყნის შიგნით „ქართული ოცნების“ ავტორიტარული ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურება, რაც ფორმალურად დამოუკიდებელი უწყების მხრიდან 4 ოქტომბრის აქციის მუქარაში გამოიხატა.

აქციის საერთო და ზოგადი მიზანი არის საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის, „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული რეპრესიული ნაბიჯების და არჩევნების გაყალბების შედეგად ხელისუფლების მიტაცების გაპროტესტება. თავის მხრივ, შეკრებისა და გამოხატვის/გაპროტესტების უფლება კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებული სიკეთეა. მნიშვნელოვანია, რომ მათი ეს უფლება არ შეიზღუდოს და არ გაგრძელდეს მავნე პრაქტიკა, როცა აქციის მონაწილე ზოგიერთი პირის მხრიდან ცალკეული სამართალდარღვევის (ბოთლის თუ სხვა საგნების სროლა და ა.შ.) გამო, მთლიანად, ათეულობით ათასიანი აქციის დაშლას იწყებდნენ სამართალდამცავი ორგანოები.



[1] interpressnews.ge. პრემიერი - ჩვენ არ გვჭირდება ახალი სინდისის მოძალადეები ციხეში - პაატა ბურჭულაძის მიერ დაანონსებული რევოლუცია ვერ იქნება წარმატებული, თუმცა შეიძლება, ბევრი ადამიანი, იმაზე მეტი, ვიდრე წინა შემთხვევაში, აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა. ხელმისაწვდომია: https://www.interpressnews.ge/ka/article/850353-premieri-chven-ar-gvchirdeba-axali-sindisis-mozaladeebi-cixeshi-paata-burchulazis-mier-daanonsebuli-revolucia-ver-ikneba-carmatebuli-tumca-sheizleba-bevri-adamiani-imaze-meti-vidre-cina-shemtxvevashi-agmochndes-gisosebs-migma

[2] 1tv.ge, ირაკლი ქადაგიშვილი - 4 ოქტომბერს კანონს დაარღვევენ და კანონის წინაშე აგებენ პასუხს, უცხოეთიდან არანაირი მხარდამჭერი განცხადებები, „ფეისბუქშიტირილი და ყვირილი არ უშველით. ხელმსიაწვდომიაhttps://1tv.ge/news/irakli-qadagishvili-4-oqtombers-kanons-daarghveven-da-kanonis-winashe-ageben-pasukhs-uckhoetidan-aranairi-mkhardamcheri-ganckhadebebi-feisbuqshi-tirili-da-yvirili-ar-ushvelit/

აფხაზეთში ოპოზიციონერი ადგურ არძიმბა კვლავ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა

აფხაზეთის პოლიტიკურ სივრცეში აქტიურად განიხილება ოპოზიციონერი ლიდერის, ადგურ არძინბას დაბრუნება და მისი ბოლო პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც შიდა და გარე პოლიტიკურ პროცესებს ეხება.

08.05.2026
ყოფილი დე ფაქტო დეპუტატების საქმე და რუსეთის გავლენები ცხინვალში

დავით სანაკოევის, გარი მულდაროვისა და ძამბოლატ მედოევის საქმე, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, ამ დრომდე მოუგვარებელი რჩება.

24.04.2026
კრიტიკული მედიის სისტემური შევიწროება საქართველოში

კრიტიკული მედიის ხმის ჩასახშობად „ქართული ოცნება“ ფინანსური სანქციებით ცდილობს. რიგი სატელევიზიო, ონლაინ თუ რადიო მაუწყებლობების შემდეგ, ჯერი რეგიონულ მედიაზეც მიდგა. 

24.04.2026