GEO   ENG
სიახლეები
DRI: ყოფილი მოსამართლის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებას საჭიროებს
03.10.2025

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება 2 ოქტომბერს გასაჯაროებულ ვიდეო ჩანაწერს,[1] რომელშიც ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე მის მიმართ განხორციელებულ არაერთი მუქარის/ზეწოლის ფაქტზე საუბრობს. ალავიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებში, სასამართლო სისტემის კლანური მმართველობის შესახებ, მრავალი საგანგაშო ფაქტი იკვეთება. განსაკუთრებით გამოსარჩევია მოსამართლეებზე სუს-ის მიერ განხორციელებული ზეწოლის ეპიზოდი. აღნიშნული გარემოებების არსებობა მან დაადასტურა სატელევიზიო ინტერვიუშიც[2] და განაცხადა, რომ ფლობს ზეწოლის დამადასტურებელ მტკიცებულებებს.

ყოფილი მოსამართლე ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ ინტერვიუში სუს-ის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა/მუქარის გამოყენების არაერთ ფაქტს იხსენებს. მაგალითად:  „ასეთი შემოთავაზება იყო სუს-ის მხრიდან, რომ მე მომცემდნენ ბარათს, რომელზეც იქნებოდა თანხა ჩარიცხული. ეს ბარათი იქნებოდა კონფიდენტზე, ვიღაც საიდუმლო თანამშრომელზე გამოწერილი და როგორც კი გამოცხადდებოდა „რუსთავი 2“-ის საქმე გადაწყვეტილება, იმ დღესვე წამიყვანდნენ აეროპორტში, VIP გასასვლელით გამიყვანდნენ, რამდენიც მინდოდა წამეყვანა ოჯახის წევრი, მეგობრები, ახლობლები, თანხა რამდენიც მენდომებოდა, იმდენი იქნებოდა ჩარიცხული და საზღვარგარეთ დავისვენებდი. როცა აქ დაწყნარდებოდა სიტუაცია და ეს არეულობა დამშვიდდებოდა, მერე მომცემდნენ უფლებას, რომ დავბრუნებულიყავი საქართველოში.“

მისივე თქმით, ის ფლობს სასამართლოში კლანის არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რისი გადაცემის სანაცვლოდაც სუს-ის თანამშრომლები ყოფილ მოსამართლეს სამსახურში დაბრუნებასა და თანხის მიცემას სთავაზობდნენ. ბესარიონ ალავიძე აღნიშნავს, რომ მათი მხრიდან იყო დაპატიმრებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაც. ზეწოლა ხორციელდებოდა მისი ოჯახის წევრებზეც.

ეს არ არის პირველი შემთხვევაზე, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია მოსამართლეზე სუს-ის მხრიდან ზეწოლის შესახებ. ალავიძემ მედიასთან 2024 წელს  სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე ისაუბრა.[3]  გარდა ამისა, უწყების უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი[4] ადასტურებდა ბესარიონ ალავიძეზე ზეწოლის ფაქტს და დეტალურად იხსენებდა,  როგორ დაიგეგმა ეს პროცესი, თუმცა შესაბამისი უწყების მხრიდან აღნიშნულს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.[5]

წლების განმავლობაში სუს-ი ჩამოყალიბდა დახურულ უწყებად, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ნაცვლათ, ,,ქართული ოცნების“ ხელთ არსებულ, ადამიანების დაშინების მთავარ იარაღს წარმოადგენს. 2 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციითაც იკვეთება, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა მხრიდან არაერთი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედება, რასთან დაკავშირებითაც აუციელებელია დამოუკიდებელი და მყისიერი გამოძიება. არსებულ ვითარებაში, როდესაც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ერთპარტიული კონტროლის ქვეშაა, ზემოთ აღნიშნული სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების მიუკერძოებელი გამოძიების მოლოდინი არ არსებობს, თუმცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, ,,გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში.“  

ამ დრომდე, არც ერთი შესაბამის უწყებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ფორმალურადაც არ გაუკეთებია ზოგადი ხასიათის განცხადებაც კი. მსგავსი შემთხვევები კიდევ ერთი ნათელი დასტურია, რომ, პარტიული ინტერესების განმტკიცების მიზნით,  სახელმწიფო უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ და იყენებენ სახელმწიფო რესურსს.


[1] ბესარიონ ალავიძის ინტერვიუ 2022, ხელმისაწვდომია: https://www.youtube.com/watch?v=Ls8paWFEvlI

[2] ,,თუ ჩემს მიმართ განახორციელებენ მუქარას, საზოგადოება ნახავს კიდევ უფრო მძიმე ჩანაწერს, რა ხდება სასამართლოში“ - ბესარიონ ალავიძე. ხელმისაწვდომია: https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoeba/111278-tu-chems-mimart-ganakhortsieleben-muqaras-sazogadoeba-nakhavs-kidev-upro-mdzime

[3] ,,დამემუქრნენ, რომ თუ ივანიშვილისთვის სასურველ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი“, ტვინს გამასხმევინებდნენ - ყოფილი მოსამართლე. ხელმისაწვდომია: https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoeba/71154-damemuqrnen-rom-tu-ivanishvilistvis-sasurvel-gadatskvetilebas-ar-mivigebdi-tvins?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR0N4tRBh_F2oVKEhb842HRjPeNog4pLEwbYrKW4DkAL_EN218pwLdTGP64_aem_ZmFrZWR1bW15MTZieXRlcw

[4] სოსო გოგაშვილის ფეისბუქ პოსტი, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/GogashviliSoso/posts/pfbid02uDjvoxmLdmfGeZaP1B5D36SHDNBRsPpHi8Nh7gQe4pBmcihZU5f1Cq47yhLEXNgwl

[5] განსხვავებით 2017 წლისგან, როდესაც ანალოგიურ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ფორმალურად დაიწყო, რადგან მალევე შეწყდა.

საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ადამიანის უფლებების გარეშე ხვდება

2025 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველო პრაქტიკულად ადამიანის უფლებების გარეშე ხვდება.

09.12.2025
მოვითხოვთ, საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას: რა ქიმიურ ნივთერებებს იყენებდა პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ?

BBC-ის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების მასალები, შეიცავს შოკისმომგვრელ ცნობებს იმის შესახებ, რომ ივანიშვილის პოლიციის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებას.

02.12.2025
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

ზუსტად ერთი წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველოში ევროპული განვითარების გზა ჩაკეტა.

01.12.2025