საქართველოსთან მიმართებით ევროკომისიის მიერ მწვავე შეფასების გამოქვეყნების
შემდეგ, პროკურატურამ ბრალი ოპოზიციურ ლიდერებს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ მძიმე
დანაშაულებზე წარუდგინა.[1] ,,ქართული ოცნების“ ეს ნაბიჯი წარმოადგენს პარტიის
ინიციატივის, (რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებში გადაიზარდა) გაგრძელებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს
პარტია და ,,მასთან დაკავშირებული“ ნებისმიერი პირი. ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული
აბსტრაქტული ბრალდებებისა და არაკონსტიტუციური საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი, ოპოზიციური
სპექტრის გაქრობა და დიქტატურის საბოლოო ჩამოყალიბებაა.
საქართველოს პროკურატურამ
ოპოზიციის ლიდერების ბრალდებების საფუძვლად დაასახელა: უცხო ქვეყნის სახელმწიფოებისთვის
ცრუ ინფორმაციების მიწოდება, დასასანქცირებელი პირების სიის მიწოდება, რევოლუციის,
ხელისუფლების დამხობის, ხელისუფლების ჩამოშლის, სახელმწიფო შენობების პიკეტირების და
სამართალდამცავთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისკენ მოწოდება, ფინანსური სახსრების და მატერიალური რესურსების შეგროვება
და მიწოდება ძალადობრივი ჯგუფებისთვის.
აღსანიშნავია, რომ
პროკურატურის განმარტებით, ოპოზიციონერი ლიდერების მოწოდებები, გაკეთებულია დაახლოებით
1 წლის წინ, საჯაროდ, და ამის შესახებ ყველა სამართალდამცავი ორგანო იმთავითვე ინფორმირებული
იყო. ასევე, მთელი წლის განმავლობაში, მიმდინარეობდა
აქციებზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესები, მათ შორის ჯგუფური ძალადობის ბრალდებით.
თუმცა დღევანდელი ბრალდების მიუხედევად, ერთ საქმეზეც არ გამოვლენილა პოლიტიკოსებთან
კოორდინირების და ერთობლივი მოქმედების, ან აქციების მონაწილეების მოქმედებებზე პოლიტიკოსების
კონტროლის, ზეგავლენის ფაქტები. საპროტესტო
აქციები მიმდინარეობდა პოლიტიკოსების ლიდერობის, მათი სიტყვით გამოსვლების, პოლიტიკური
ტრიბუნის გარეშე, რაც ასევე აჩვენებს, რომ აქციების მიმდინარეობაზე მათი გავლენა არ
ყოფილა მნიშვნელოვანი.
ბოლო წლების განმავლობაში,
„ქართული ოცნების“ რეპრესიული და დესტრუქციული ქმედებები ემთხვევა ევროკავშირის მხრიდან
მის კრიტიკას და ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, როგორიც არის მაგალითად
დეკემბრის თვეში ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტა. „ქართული ოცნება“ რეპრესიების
გამკაცრებით, მორიგი ანტიდემოკრატიული ნაბიჯის გადადგმით, შეგნებულად და გაცხადებულად
უპირისპირდება ევროკავშირის მოწოდებებს, საბოტაჟს უწევს საქართველოს ევროინტეგრაციის
პროცესს და მიზანმიმართულად აღრმავებს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციას.
[1] ბრალდება მოიცავს საბოტაჟს, უცხო ქვეყნის მტრულ
საქმიანობაში დახმარებას, კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უსაფრთხოების
წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობასა და ძალადობრივი მოწოდებების
გავრცელებას.
აფხაზეთის პოლიტიკურ
სივრცეში აქტიურად განიხილება ოპოზიციონერი ლიდერის, ადგურ არძინბას დაბრუნება და მისი
ბოლო პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც შიდა და გარე პოლიტიკურ პროცესებს ეხება.
დავით სანაკოევის, გარი მულდაროვისა და ძამბოლატ
მედოევის საქმე, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას
ასაჩივრებენ, ამ დრომდე მოუგვარებელი რჩება.
კრიტიკული მედიის ხმის ჩასახშობად „ქართული ოცნება“ ფინანსური სანქციებით ცდილობს. რიგი სატელევიზიო, ონლაინ თუ რადიო მაუწყებლობების შემდეგ, ჯერი რეგიონულ მედიაზეც მიდგა.