GEO   ENG
ანგარიშები
პოლიტიკური გავლენები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე და ანგარიშვალდებულების დეფიციტი
10.11.2025

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) 2015 წლის 1 აგვისტოს შეიქმნა, თავდაპირველი დაპირების მიხედვით, როგორც ოპერატიულ-ანალიტიკური ფუნქციების მქონე ორგანო, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მისი შექმნის მიზანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს უკონტროლო ძალაუფლების შემცირება და ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზება. მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში სუსის ფუნქციები საგრძნობლად გაფართოვდა და მისი მოქმედება ბევრ სფეროში სცდება კანონით განსაზღვრულ მანდატს. ამასთან, ის შექმნისთანავე აღიჭურვა საგამოძიებო მანდატით.

უსაფრთხოების სამსახური წლებია იძიებს სისხლის სამართლის ისეთ საქმეებს, რომლებიც უშუალოდ არ უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოებას. უწყებას ასევე ექვემდებარება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მანდატით აღჭურვილი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რაც არასათანადო კონტროლის პირობებში, ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს ზრდის.

განსაკუთრებით ბოლო პერიოდში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სუსის პოლიტიზების საკითხი კიდევ უფრო აშკარა გახდა. მოულოდნელი ცვლილებები და პარტიული ხელმძღვანელების დახურულ კარს მიღმა დანიშვნა, ამის კიდევ ერთი დასტურია. მიუხედავად უწყების დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიებისა, წლების განმავლობაში დაწყებული/დაუმთავრებელი გამოძიებები, გაკეთებული განცხადებები და სამსახურის მიერ პარტიული ინტერესების გატარება, მის უკიდურეს პოლიტიზებაზე მიანიშნებს. ამასთან, ,,ქართული ოცნების“ პარლამენტის პირობებში, სუსზე საპარლამენტო კონტროლი ანულირებულია, რაც სამსახურს კიდევ უფრო ჩაკეტილს ხდის. შედეგად, ნაცვლად ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა, სუსი წარმოადგენს პარტიის ხელში არსებულ ინსტრუმენტს, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევისთვის გამოიყენება.

პოლიტიკური გავლენები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე და ანგარიშვალდებულების დეფიციტი

რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026