2025 წლის
23 დეკემბერს საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს
გრიგოლ ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ქრთამის აღების
შესახებ ბრალდება
ოფიციალურად წარუდგინა.
მედია
წლების განმავლობაში საუბრობდა ლილუაშვილის სავარაუდო კორუფციულ
დანაშაულებზე. თუმცა
მხოლოდ ლილუაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ,
მისი ნათესავების და მეგობრების მრავალთვიანი სისხლისსამართლებრივი დევნა
თავად ლილუაშვილისთვის ბრალის წაყენებით
დასრულდა.
სუს-ის ყოფილ უფროსს
ბრალი სწორედ
ჟურნალისტური გამოძიებით არაერთხელ გამოვლენილ ფაქტზე წაუყენეს.
უნდა აღინიშნოს,
რომ გრიგოლ
ლილუაშვილმა ქოლცეტრების მფარველობის შესახებ
მომზადებული სიუჟეტის
ავტორებს, „მთავარი
არხი“ და
„ფორმულა“, 2022 წელს
სასამართლოში უჩივლა.
კლანის მიერ
მართულმა სასამართლომ სუს-ის
უფროსის მიმართ
ცილისწამება დაადგინა.
თუმცა, 2025 წელს,
სწორედ ამ
ბრალდებით მოხდა
ლილუაშვილის და
მისი გარემოცვის წევრების დაკავება,
მას შემდეგ
რაც მან
თანამდებობა დატოვა
და პოლიტიკური გავლენებიც დაკარგა.
ლილუაშვილისთვის ბრალის წაყენება მის მიერ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ექვსწლიანი პოსტის დატოვების შემდეგ "ქართულ ოცნებაში" კლანური დაპირისპირებისა და პირადი ანგარიშსწორების მაჩვენებელია.
სუს-ი წლების განმავლობაში საქმიანობის ანგარიშში
უთითებდა კორუფციული დანაშაულების გამოძიების სტატისტიკაზე. მაგალითად, 2024 წელს
უწყება აცხადებდა,
რომ კორუფციულ
დანაშაულებზე სისხლის
სამართლის პასუხისგებაში მისცა 39 პირი. მიუხედავად სამოქალაქო სექტორის კრიტიკისა,
რომ კორუფციული დანაშაულები არ
წარმოადგენდა სუს-ის მანდატს და
ეს საქმეები
დამოუკიდებელ ორგანოს
უნდა გამოეძიებინა, სუს-ი აგრძელებდა გამოძიებას და ძირითადად წვრილმანი
კორუფციის შემთხვევებს ავლენდა.
პროკურატურის 2025 წლის 23 დეკემბრის განცხადებით, კორუფციასთან მებრძოლი
ორგანოს ყოფილი
ხელმძღვანელი საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად
განსაკუთრებით დიდი
ოდენობის ქრთამის
აღებისა და
წლების განმავლობაში თანამზრახველების კორუფციული ქმედებების მფარველობისთვის დააკავეს.
იმის
გათვალისწინებით, რომ
ქართული ოცნების
პარტიის როგორც
საკანონმდებლო, ასევე
სახელმწიფო პოლიტიკის
ფონზე სუს-ის საქმიანობა მოკლებულია ეფექტიან საპარლამენტო თუ
სხვა ტიპის
დემოკრატიულ ზედამხედველობას, უწყების გავლენიანი პირების მოქმედებები ანგარიშგებას მოკლებული
და გაუმჭვირვალეა. ბოლო პერიოდში
განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ მაღალი თანამდებობის პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი,
„ქართული ოცნების“
მმართველობის პირობებში,
მხოლოდ იმ
შემთხვევაში შეიძლება
დადგეს, თუ
ისინი დაკარგავენ პოლიტიკურ ძალაუფლებას. როგორც ლილუაშვილის, ასევე ყოფილი
პრემიერ ღარიბაშვილის მიმართ დაგვიანებით აღძრული სისხლის
სამართლის საქმეები
კიდევ ერთხელ
ადასტურებს საქართველოში პოლიტიკურად მიკერძოებული მართლმსაჯულების სისტემის
არსებობას. როგორც
სუსი, ასევე
სხვა საგამოძიებო სტრუქტურებიც არ
რეაგირებდნენ გავრცელებულ ინფორმაციაზე სავარაუდო
დარღვევების შესახებ
და პრაქტიკულად ყველა უწყება
დამოუკიდებლობის მინიმალურ
ხარისხსაც ვერ
ავლენდა და ავლენს.
მმართველი
პარტია, რომელიც
თავად ამტკიცებს,
რომ მათივე
გუნდის ლიდერებმა
უკანონოდ მიისაკუთრეს დიდი ოდენობის
თანხა და
ქონება, კვლავ
დემოკრატიული ზედამხედველობის გარეშე ტოვებს
როგორც სუს-ს, ასევე ფაქტობრივად მთლიანად სახელისუფლებო სისტემის საქმიანობას. ამჟამად მმართველობის სისტემა სრულად
დახურული და
გაუმჭვირვალეა, სახელისუფლებო ვერტიკალი კი
კონცენტრირებულია ირაკლი
კობახიძის ერთგული
კადრებით, ამიტომაც,
ქვეყანაში არ
არსებობს კორუფციული თუ სხვა
სახის შესაძლო
დანაშაულების მხილების
და გამოვლენის არანაირი დამოუკიდებელი ბერკეტი. საზედამხედველო ფუნქციის
პარლამენტი ფაქტობრივად ერთპარტიულ კონტროლს
ექვემდებარება, ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც კორუფციის
ნაცვლად სამოქალაქო საზოგადოებას ებრძოდა,
ფორმალურადაც უქმდება,
სუს-ის
ხელმძღვანელი პირი
კი „ქართული
ოცნების“ ყოფილი
პარტიული ფუნქციონერია.
შედეგად,
მმართველობის სისტემა
კვლავ პარტიულ
ინტერესებზეა დაფუძნებული. ამის ფონზე
კი, კონკრეტული სახელების და
გვარების ჩანაცვლება და პასუხისგებაში მიცემა, რა თქმა უნდა,
ვერ უზრუნველყოფს კორუფციული რისკების
აღმოფხვრას და
დემოკრატიული, ხალხის
წინაშე ანგარიშვალდებული და პასუხისმგებლობიანი სახელისუფლებო მმართველობის დამყარებას.
კორუფციასთან რეალური ბრძოლა
გადის დამოუკიდებელ სასამართლოზე, დამოუკიდებელ პროკურატურასა და დამოუკიდებელ ანტიკორუფციულ უწყებებზე,
რომელიც ყველა
შესაძლო ფაქტს
გამოიძიებს და
არა შერჩევითი
მართლმსაჯულებით, საპარლამენტო და საზოგადოებრივი ზედამხედველობის და
გამჭვირვალობის უზრუნველყოფით.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება ოკუპირებულ ახალგორში ქართველი სამოქალაქო და ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის დაკავებას.
2025 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველო პრაქტიკულად ადამიანის უფლებების გარეშე ხვდება.
BBC-ის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების მასალები, შეიცავს შოკისმომგვრელ ცნობებს იმის შესახებ, რომ ივანიშვილის პოლიციის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებას.