5 თებერვალს რუსეთში
აფხაზი იურისტი ირაკლი ბჟინავას დაკავება კრემლის მიერ აფხაზეთის ანექსიის გაგრძელების
ნაწილია. ბჟინავას დაკავების თავდაპირველ
მიზეზად აფხაზეთის სახალხო ინიციატივებისა და სამოქალაქო
აქტივისტების მხარდამჭერი პუბლიკაციების გამოქვეყნება დასახელდა. მოგვიანებით, მედიაში
ბჟინავას დაკავების მოტივად ფეისბუქ
პოსტი წარმოადგინეს, სადაც ის აფხაზეთში რუსეთის შიდა
პასპორტების გაცემაზე საუბრობდა.
ირაკლი ბჟინავა
იურისტი და როსტოვში აფხაზური დიასპორის თავმჯდომარეა, რომელიც აქტიურად არის ჩართული
სამოქალაქო აქტივიზმში. მისი შეფასებები და არგუმენტაციას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს
აფხაზურ საზოგადოებაზე.
ბჟინავას დაკავების
მიზეზი, ფეისბუკ სტატუსი, ეძღვნებოდა 2024
წლიდან აფხაზეთში რუსული პასპორტების აღებისას ე.წ. ფიცის დადების ცერემონიას. აფხაზური
ოპოზიცია, მათ შორის იურისტი ბჟინავაც, სტატუსში აპროტესტებდა არსებულ პრაქტიკას და
„დამოუკიდებელი სახელმწიფოს“ მოქალაქეების მიერ, რუსული პასპორტის აღებისას სხვა ქვეყნის
(რუსეთის) ერთგულებაზე ფიცს დადებას ქვეყნის
„სუვერენიტეტის“ შელახვად აფასებდა.
ამ დაკავებისა და
ბრალდებების შესახებ რუსულ მედია არ საუბრობს. ზემოხსენებული ინფორმაცია მხოლოდ ტელეგრამ
არხებზე ვრცელდება. კრემლისთვის ამ დაკავებასა და ბრალდებაზე ღიად საუბარი წამგებიანია,
რადგან ეს კიდევ უფრო გააღრმავებს აფხაზურ საზოგადოებაში ანტირუსულ განწყობებს.
ბჟინავას დაკავება
აფხაზურ საზოგადოებაში პოლიტიკური დევნად და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად შეფასდა.
აფხაზური საზოგადოება ბჟინავას ქმედებებსა და სტატუსებს, აფხაზეთის დამოუკიდებლობის
იდეის დაცვად აფასებს. თუმცა, ბევრი გამოთქვამს შეშფოთებას, რუსული ექსპანსიური პოლიტიკის
გაძლიერების გამო და მიიჩნევს რომ ბჟილავას დაკავებით მოსკოვი პირდაპირ ერევა აფხაზეთის
შიდა პოლიტიკაში და კრძალავს კრიტიკულ აზრის გამოხატვას.
ირაკლი ბჟინავას
დაკავება მიანიშნებს რუსეთის მხრიდან რეპრესიების ახალ ტალღაზე, რომელიც მიზნად ისახავს
იმ პირთა დევნას, ვინც კრემლის ექსპანსიურ პოლიტიკას უპირისპირდება.
DRI ეხმიანება „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ მორიგ ანტიდემოკრატიულ საკანონმდებლო
პაკეტს.
2025 წლის ბოლოდან
ახალგორის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობას გადაადგილების საშვებზე ვადა
გაუვიდა.
23 დეკემბერს
საქართველოს პროკურატურამ სუს-ის ყოფილ
უფროსს გრიგოლ
ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ქრთამის
აღების შესახებ
ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა.