GEO   ENG
სიახლეები
რუსული რბილი ძალის გაგრძელება ოკუპირებულ რეგიონებში
02.04.2026

რუსეთი კვლავ განაგრძობს რბილი ძალით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიზანმიმართულ ქმედებებს. სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ ორგანიზებული „საგანმანათლებლო“ აქტივობები კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ როგორ იყენებს კრემლი რბილი ძალის ინსტრუმენტებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად. რუსეთის საზოგადოება „ზნანიეს“ მიერ ცხინვალში ჩატარებული ლექციების სერია ფორმალურად განათლებისა და ახალგაზრდების განვითარების მიზნებს ემსახურება, თუმცა მათი შინაარსი ემსახურება ახალგაზრდების იდეოლოგიური ზემოქმედებას.

ორი დღის განმავლობაში რუსეთიდან ჩასული ექსპერტები სამხრეთ ოსეთის სკოლებსა და უნივერსიტეტში  ლექციებს ატარებენ, რომლებიც მოიცავს თემებს, როგორიცაა ინფორმაციული ომი, ჰიბრიდული ომი, პატრიოტიზმი და რუსეთის როლი კულტურული ტრადიციების შენარჩუნებაში. სასწავლო მოდულებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დასავლურ პროპაგანდასთან გამკლავების მეთოდოლოგიის და ინტერნეტში გავრცელებულ „მანიპულაციებს“ იდენტიფიცირების სწავლებას. აღნიშნულის გათვალისწინებით ნათელია, რომ აღნიშნული პროგრამა არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ მიზანმიმართული იდეოლოგიური  ინსტრუმენტია.

ორგანიზატორების განცხადებით, ლექციების მთავარი მიზანი ახალგაზრდებში ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბება, კრიტიკული აზროვნებისა და მედიაწიგნიერების განვითარება. თუმცა, რეალურად, მსგავსი პროგრამები ემსახურება რუსული ნარატივის დამკვიდრებას, სადაც კრემლი წარმოდგენილია, როგორც მთავარი კულტურული და პოლიტიკური ცენტრი, ხოლო დასავლეთი — როგორც საფრთხე. ამგვარი მიდგომა ხელს უწყობს ადგილობრივი ახალგაზრდების ინტეგრირებას რუსეთის იდეოლოგიურ სივრცეში.

მსგავსი აქტივობები წარმოადგენს რუსეთის რბილი ძალის კლასიკურ მაგალითს, რომლის მიზანია ოკუპირებულ რეგიონებში საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით, ახალგაზრდების იდეოლოგიური ინტეგრაცია და საბოლოოდ ამ ტერიტორიების უფრო მჭიდრო პოლიტიკური და კულტურული ინტეგრაცია რუსეთთან. ამ პროცესში განათლებისა და ინფორმაციის სფერო გამოიყენება როგორც მთავარი იარაღი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ქმნის ანექსიისთვის ხელსაყრელ ნიადაგს.

საზოგადოება „ზნანიე“, რომელიც ოფიციალურად რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროსგან ფინანსდება, მსგავსი პროგრამების ახორციელებს აფხაზეთშიც. მსგავსი ღონისძიებები უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ როგორც საგანმანათლებლო ინიციატივები, არამედ როგორც ფართო პოლიტიკური და საინფორმაციო სტრატეგიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე რუსეთის გავლენის კიდევ უფრო გაღრმავებას.

რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026