სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს-ი) 2015 წლიდან დღემდე, პარტიული ინტერესების გამტარ ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა. უწყების მხრიდან, კონკრეტული სამართლებრივი შედეგების გარეშე, სხვადასხვა წლებში გაკეთებული განცხადებები (მაგალითად, „უცხო ქვეყნების“ მხრიდან ჩარევის, „სახელმწიფო გადატრიალებების“ გამოძიების შესახებ), პოლიტიკური ბრძოლისთვის და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის გამოიყენებოდა. თუმცა, 2025 წელს სუს-ის მოქმედებები უფრო მკაფიო და მკვეთრი გახდა - უწყება აღარ მალავს, რომ მისთვის ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი მტერი დასავლეთია. სუს-ის საქმიანობა 2025 წელს კიდევ უფრო აგრესიული გახდა და ქვეყანაში ავტორიტარიზმის გამყარების ერთ-ერთ ინდიკატორად იქცა.
სუს-ის მანდატი თავიდანვე საკმაო ფართო უფლებამოსილებებს მოიცავდა. უშუალოდ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის გარდა, მას დაევალა ისეთი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებაც, რომელიც პირდაპირ კავშირში არ არის უსაფრთხოების საკითხებთან.1 უწყების დაქვემდებარებაში მოექცა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მანდატით აღჭურვილი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო,2 რამაც არასათანადო კონტროლის პირობებში, ადამიანის უფლებების დარღვევის რისკები შექმნა. 2025 წელს სუს-ის შემადგენლობაში შევიდა დაზვერვის სამსახურიც, რითაც უწყების ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზარდა.3
წლების განმავლობაში, სუს-ის პოლიტიზებულ მართვას და ერთპარტიულ კონტროლს (სუს-ის ბოლო 3 ხელმძღვანელი პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იყვნენ) ვერ აბალანსებდა სუსტი საპარლამენტო კონტროლი. ეს მცირე დემოკრატიული ზედამხედველობის ფანჯარა კი კიდევ უფრო 2024 წლის არჩევნების შემდეგ ჩაიკეტა, როცა ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ პარლამენტის ლეგიტიმაცია არ ცნო და ერთი გამონაკლისის გარდა, ოპოზიციურმა პარტიებმა მანდატების გამოყენებაზე უარი თქვეს.4 ამ ვითარებაში სამსახურის საქმიანობა საზოგადოებისთვის ფაქტობრივად სრულად დახურულია და ადამიანის უფლებების დარღვევის რისკები კიდევ უფრო იზრდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - დემოკრატიული კონტროლს მიღმა მყოფი პოლიტიზებული ორგანო
ახალგორის რაიონში
განახლდა გადაადგილებისთვის აუცილებელი საშვების გაცემა.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ გაგზავნილი ახალი საქმეები დარეგისტრირდა.
ახალგორის რაიონში თითქმის ყოველკვირეულად ვრცელდება ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკებისა და დაკითხვების შესახებ.