GEO   ENG
ანგარიშები
ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის მიმოხილვა
25.03.2026

ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, 2022 წელს შეიქმნა. რეკომენდაცია ანტიკორუფციული ორგანოს დამოუკიდებლობასა და ფუნქციურ გაძლიერებას ითვალისწინებდა. ანტიკორუფციული ბიუროს შექმნით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ევროკომისიის ეს რეკომენდაცია შესრულებულად გამოაცხადეს. ბიუროს მანდატის განსაზღვრის პროცესში პარლამენტმა სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციები სრულად არ გაითვალისწინა და უწყების შექმნის მომენტშიც, არსებობდა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კრიტიკა უწყების მანდატთან და მის დამოუკიდებლობის გარანტიებთან დაკავშირებით.

სწორედ ამ კონტექსტში დაიწყო ანტიკორუფციული ბიუროს ჩამოყალიბების პროცესი, რომლის მიზანიც უნდა ყოფილიყო კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება, საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობა და მამხილებელთა დაცვის მექანიზმების უზრუნველყოფა. თუმცა ანტიკორუფციული ბიუროს ჩამოყალიბებისთანავე, მის დამოუკიდებლობაზე, ანგარიშვალდებულებასა და რეალურ ეფექტიანობაზე არაერთი კითხვა გაჩნდა. მოგვიანებით, ბიუროს საქმიანობის პროცესში, კიდევ უფრო ნათელი გახდა მიკერძოება და მისი მხრიდან პარტიული ინტერესების გატარება. ქვეყანაში კორუფციული რისკების გამოვლენის და ამ მიზნით, დეკლარაციების ეფექტიანად შესწავლა/მონიტორინგის, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის, მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებისა და იდენტიფიცირებულ პრობლემებზე რეაგირების ნაცვლად, ბიუროს უმთავრეს ამოცანად და ფუნქციად სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ ბრძოლა განისაზღვრა.

ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციების გაფართოებამ, მათ შორის ე.წ. FARA-სა და „გრანტების შესახებ“ კანონის აღსრულების მექანიზმების გადაცემამ, უწყებას მიანიჭა ახალი როლი, რომლის ერთადერთი მიზანი სამოქალაქო სექტორისა და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. შედეგად კი, კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი უწყება სულ უფრო მეტად აღიქმებოდა პოლიტიკური კონტროლის ბერკეტად, რაც ეწინააღმდეგება როგორც ევროკავშირის რეკომენდაციებით განსაზღვრულ სტანდარტებს, ისე დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს. ბიურო მისი გაუქმების დღემდე, რჩებოდა ,,ქართული ოცნების“ პარტიული ინტერესების გამტარებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლად, რომელმაც მანდატით განსაზღვრულ ვერც ერთ ამოცანას წარმატებით თავი ვერ გაართვა. 2026 წლის 2 მარტიდან კი ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდა, მისი მანდატი კი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცა.


ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის მიმოხილვა 

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში DRI-ის მიერ გაგზავნილი ახალი საქმეები დარეგისტრირდა

2 ოქტომბრის წერილით ცნობილი გახდა, რომ თამარ გიორგაძისა და ე.ჟ.-ს საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ოფიციალურად დარეგისტრირდა.

20.10.2026
DRI: დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე

დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე.

19.10.2026
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026