GEO   ENG
სიახლეები
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა
16.04.2026

ახალგორის რაიონში განახლდა გადაადგილებისთვის აუცილებელი საშვების გაცემა. ახალი გადაწყვეტილების ფარგლებში, დოკუმენტებს გასცემენ მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებზეც, რომელთაც აქამდე სამსახურის მოტივით უარს ეუბნებოდნენ.

როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, პროცესი თავდაპირველად გაუხმაურებლად დაიწყო და საშვები ძირითადად იმ პირებზე გაიცემოდა, რომლებიც ე.წ. ხელისუფლების მხარდამჭერები ან მათ მიმართ ლოიალურად განწყობილნი იყვნენ. მიუხედავად პროცესის დახურულობისა, ახალგორელებში ინფორმაცია მალე გავრცელდა, რადგან ადგილობრივებმა კონკრეტული პირების  თბილისის მიმართულებით გადაადგილება შენიშნეს.

მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს გადაადგილების საშვების გაცემაზე შერჩევითი მიდგომები. ამის შესახებ მათ არაერთხლ გამოთქვეს პროტესტი. ახალგორელები ე.წ. მთავრობისგან მოითხოვეს საშვების გაცემის პროცესის გამჭვირვალეობას და ყველასთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

ადგილობრივთა ინფორმაციით, აღნიშნული მოთხოვნის შემდეგ პროცესში ცვლილებები შევიდა და დაიწყო საშვების უფრო ფართო წრისთვის გაცემა. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ამ ეტაპზე მასობრივ ხასიათს არ ატარებს, მოსახლეობა აღნიშნავს, რომ დადებითი დინამიკა შესამჩნევია. 

რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026