GEO   ENG
სიახლეები
DRI-მ გაეროში ახალგორელი აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის საქმეზე კომუნიკაცია წარადგინა
04.06.2026

2026 წლის 14 მაისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის საქმეზე გაეროს თვითნებური დაკავებების სამუშაო ჯგუფთან კომუნიკაცია წარადგინა. 2025 წლის დეკემბერში თამარ მეარაყიშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ თვითნებურად დააკავა და იძულებით გააძევა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ თამარ მეარაყიშვილის დაკავების მიზეზი 2025 წლის 21–22 დეკემბერს  Facebook-ის პირად გვერდზე დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევთან და პარლამენტის სპიკერ ალან მარგიევთან შეხვედრის მოთხოვნით ვიდეომიმართვები გამოაქვეყნა. ქართველი აქტივისტი წლების განმავლობაში, ღიად  საუბრობდა რეგიონში ადამიანის უფლებების მწვავე მდგომარეობის, მათ შორის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადაადგილების შეზღუდვებზე, შრომით და ბავშვთა უფლებებზე. ამასთან თამარი ითხოვდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობასთან შეხვედრას, მრავალჯერადი უარის შემდეგ აქტივისტმა 22 დეკემბერს ცხინვალის თეატრის მოედანზე ერთკაციანი საპროტესტო აქციდააანონსა.

22 დეკემბერის საღამოს მეარაყიშვილი შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირებმა  მის ნაქირავებ ბინაში დააკავეს. დე ფაქტო მთავრობამ მას  რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით გათვალისწინებული ჯაშუშობის ბრალდება წარუდგინა. ბრალდების საფუძვლად მითითებული იყო მის მიერ საკუთარი საცხოვრებელი სახლის აივნიდან Facebook გვერდზე დადებული საჯარო ვიდეო. დე ფაქტო მთავრობა აცხადებდა, რომ ვიდეოში მეარყიშვილმა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი - ანძა განზრახ გამოაქვეყნა.

მეარაყიშვილის დაკავებიდან რამდენიმე დღეში, დე ფაქტო პრეზიდენტმა გაგლოევმა, საგანგებოდ მოწვეულ პრეს-კონფერენციაზე, მეარაყიშვილის ბრალის მტკიცებულებად, საერთაშორისო დონეზე აღიარებული ადამიანის უფლებათა ჯილდო წარმოადგინა. წარმოდგენამ ნათლად აჩვენა მისი დაკავების თვითნებური და პოლიტიკურმოტივაცია.

თამარ მეარაყიშვილი უკანონო წინასწარ პატიმრობაში  2025 წლის 31 დეკემბრამდე იმყოფებოდა, რა დროსაც იგი ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციულ და დამამცირებელ მოპყრობას დაექვემდებარა. თამარ მეარაყიშვილმა უკანონო პატიმრობის გასაპროტესტებლად შიმშილობა გამოაცხადა და ის საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. 2025 წლის 31 დეკემბერს,  სამოქალაქო აქტივისტი, დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურებმა წინასწარი შეტყობინების და ადვოკატის მონაწილეობის გარეშე, საავადმყოფოს ტანსაცმლით, ცხინვალის საქალაქო სასამართლოში წარადგინეს. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე კი თამარ მეარაყიშვილი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთიდან გაძევეს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ თამარ მეარაყიშვილის მიმართ დაარღვია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 3-ე, 7-ე, 9-ე, 11-ე, 18-ე და 19-ე მუხლები, რომლებიც მოიცავს პირის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას, დამამცირებელი მოპყრობისგან დაცვას, სამართლებრივი პროცედურების დაცვას, სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ასევე გამოხატვისა და სინდისის თავისუფლებას.

გაეროს თვითნებური დაკავებების საკითხებზე სამუშაო ჯგუფი არის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ორგანო, რომლის მანდატია გამოიძიოს თავისუფლების აღკვეთის შემთხვევები, რომლებიც თვითნებურად ან საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტების დარღვევით განხორციელდა. მისი მანდატი მოიცავს  მთავრობებისთვის გადაუდებელი მიმართვებისა და კომუნიკაციების გაგზავნას, ამასთანავე, რეგულარული კომუნიკაციების პროცედურის ფარგლებში, იხილავს ინდივიდუალურ საჩივრებს.

სამხრეთ ოსეთი გაეროსა და საერთაშორისო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ საქართველოს განუყოფელ ნაწილად არის აღიარებულია . დე ფაქტო ხელისუფლება მოქმედებს ჩვეულებრივი სამართლებრივი ანგარიშვალდებულების მიღმა.  გაეროს თვითნებური დაკავებების საკითხებზე სამუშაო ჯგუფი წარმოადგენს ერთ-ერთ იშვიათ მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მსგავსი დარღვევების დოკუმენტირება, პასუხისმგებელი პირების საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების საკითხის დაყენებას.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ აკონტროლებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას, მას საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის ფარგლებში საკუთარი მოქალაქეების მიმართ ვალდებულებები ეკისრება. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 2(3) მუხლის თანახმად, საქართველო ვალდებულია უზრუნველყოს ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალებები თავისი მოქალაქეების უფლებების დარღვევის შემთხვევაში.

დღემდე, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში უკანონო დაპატიმრებისა და გაძევების ხუთი თვის შემდეგაც, დაზარალებულის საქმის გარემოებების შესასწავლად  საქართველოს ხელისუფლება თამარ მეარაყიშვილს არ შეხვედრია. მისთვის არ ყოფილა შეთავაზებული ასევე ჯანდაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სერვისები

რუსეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ახალი შეთანხმება ანექსიის გაფორმებად ფასდება

9 მაისს კრემლში ვლადიმერ პუტინსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ლიდერ ალან გაგლოევს შორის გაფორმებულმა „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება.

21.05.2026
DRI: “ქართული ოცნება“ სოციალური სივრცის ტოტალურ კონტროლს იწყებს

„ქართული ოცნება“ სოციალური სივრცის ტოტალურ კონტროლს იწყებს. 

18.05.2026