GEO   ENG
სიახლეები
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ანგარიშსა და რეკომენდაციებს აქვეყნებს
07.07.2026

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა (OHCHR) ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ცალკე თავი  აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობას ეთმობა.

გამოქვეყნებული დოკუმენტი მოიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომლებიც მიმართულია ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვისკენ:

  • გადაადგილების თავისუფლება - OHCHR ითხოვს:
  • ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ დაწესებული შეზღუდვების მოხსნას;
  • ყველა გამშვები/გადასასვლელი პუნქტის გახსნას;
  • ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების შესრულებას უმოკლეს ვადებში.

  • ეთნიკური ქართველებისა და დევნილთა უფლებები: ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ეფექტიანი და სწრაფი რეაგირება, განსაკუთრებით, გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ.
  • დანაშაულების გამოძიება და პასუხისმგებლობა: ორგანიზაცია მიმართავს მხარეებს, გამოიძიონ სიცოცხლის უფლების დარღვევის, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა შემთხვევა.
  • საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა: დოკუმენტი ხაზს უსვამს დიალოგის ხელშეწყობისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის საქმიანობის თავისუფლად და შეუფერხებლად მუშაობის მნიშვნელობასა და აუცილებლობას.
  • დისკრიმინაციასთან ბრძოლა და განათლების უფლება: გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოწყვლადი ჯგუფების დაცვას და აცხადებს, რომ მხარეები უნდა დაუპირისპირდნენ დისკრიმინაციასა და გენდერული ნიშნით ძალადობას. უზრუნველყონ ქალებისა და გოგონებისთვის სოციალური და ჯანდაცვის სერვისების უსაფრთხო ხელმისაწვდომობა, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებით თანაბარი სარგებლობა, და ასევე ხარისხიან განათლებაზე წვდომა, მათ შორის მშობლიურ ენაზე.
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026