GEO   ENG
ანგარიშები
სოციალური და ონლაინ მედიის მონიტორინგის შედეგები (დეკემბრის ანგარიში)
28.01.2020

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ აგრძელებს ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და მათი ლიდერების დისკურსის შესწავლას სოციალური და ონლაინ მედიის კონტექსტში.

ისევე, როგორც გასული თვეების განმავლობაში, დეკემბრშიც ქართული ულტრამემარჯვენე დისკურსი  დეზინფორმაციული და მადისკრედიტირებელი შინაარსის წყაროებს ეყრდნობოდა. საქართველოში ულტრამემარჯვენე  ჯგუფების რიტორიკა ძირითადად მიმართული იყო მოსახლეობაში ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ანტილიბერალური განწყობების გაღვივებისკენ.

ულტრამემარჯვენე ჯგუფები აქტიურად იყენებდნენ სოციალურ ქსელს ფეისბუქს და ონალინ მედია პლატფორმას მხარდამჭერთა მოსაზიდად და პროპაგანდისტული გზავნილების გასავრცელებლად. ულტრამემარჯვენე  ფეისბუქ გვერდების დიდი ნაწილი კი ღიად ეწეოდა ანტიდასავლურ და ანტილიბერალურ საინფორმაციო კამპანიას.

ჰომოფობიური  შინაარსის საპროტესტო აქციები

დეკემბერში „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებამ“ და ახალგაზრდულმა ცენტრმა „ზნეობამ“ კინოთეატრში „ამირანი“ გამართული საერთაშორისო კინოფესტივალის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გამართეს. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ ქართველი რეჟისორის თამარ შავგულიძის ლგბტ შინაარსის ფილმის „კომეტების“ პრემიერას. ჰომოფობიური იყო ულტრამემარჯვენე ლიდერების გამოსვლებიც.  „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ ლიდერმა გურამ ფალავანდიშვილმა ფილმს „მკრეხელურ-სოდმოური“ უწოდა და 6 დეკემბერს აქციები დაანონსა. მას მხარი დაუჭირა ახალგაზრდული ცენტრის „ზნეობის“ წარმომადგენელმა დავით ლორთქიფანიძემ და დეკანოზმა ლევან ანთაძემ. მიმდინარე საპროტესტო აქციებზე რელიგია გამოიკვეთა, როგორც ულტრამემარჯვენე რიტორიკის ძლიერი ნაციონალისტური იარაღი.

ულტრამემარჯვენე ჯგუფების ნაციონალისტური გზავნილები

დეკემბრში გამოიკვეთა ულტრამემარჯვენე რიტორიკის ეთნოცენტრისტული მახასიათებლებიც. თურქეთის, როგორც საქართველოს იტორიული მტრის წარმოჩენაში განსაკუთრებით აქტიურობდნენ ფეისბუქ გვერდები: „თურქეთი ოკუპანტია“, „დადუმებული ქართველობა“ და „კარდჰუ“, რომლებიც მკაფიოდ ანტითურქულ გზავნილებს ავრცელებდნენ. 

პრორუსული და ანტიდასავლური გზავნილები

ჯორჯ სოროსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ კამპანიას ტრადიციულად აგრძელებდნენ პრორუსული მედია საშუალებები. დეკემბრში ეს ტენდენცია გამოიკვეთა კრემლთან ღიად აფიმილირებულ გამოცემა News Front Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ დეზინფორმაციულ სტატიაში, რომელიც ეხებოდა საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის ბერლინში მკვლელობის საქმეს. კრემლისტური მედია გამოცემა ამტკიცებდა, რომ რუსული კვალის ძიება აღნიშნულ საქმეში იყო „სოროსელთა პროვოკაცია“ და  არა გერმანიის ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია. News Front Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული მასალა არის სიცრუე, ვინაიდან გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში პირდაპირ რუსულ კვალზე მიუთითა. გარდა ამისა, ქვეყნიდან იქნა გაძევებული ორი რუსი დიპლომატიც.

                                                                 * * * *

მონიტორინგი შესაძლებელი გახდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის და ნაციონალიზმის გააზრება და მის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში.

რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026