GEO   ENG
სიახლეები
ტრენინგი სამოქალაქო აქტივისტებისთვის
18.02.2020

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“  15-17 თებერვალს კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებიდან კონკურსის წესით შერჩეული სამოქალაქო აქტივისტებისთვის ადამიანის უფლებებზე ტრენინგი გამართა.

ტრენინგი „დემოკრატიის ევროპული წვლილის“ მხარდაჭერით ჩატარდა და მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სამოქალაქო აქტივისტების შესაძლებლობების გაძლიერებას.

პირველი დღის განმავლობაში სამოქალაქო აქტივისტებმა მოწვეულ ექსპერტთან ერთად იმსჯელეს - რა არის ადამიანის უფლებები; რას ნიშნავს ადამიანის უფლებების სამართალი და რით განსხვავდება ეს უკანასკნელი სამართლის სხვა დარგებისგან; ადამიანის უფლებები კონვენციებსა და კონსტიტუციურ ჩარჩოებს მიღმა; რა გავლენას ახდენს ისინი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე; წინასწარი მოსაზრებები და მითები ადამიანის უფლებების შესახებ.

მეორე დღეს ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს სახელმწიფოს ვალდებულებები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ადამიანის უფლებების დამცველების როლი; თანასწორობის ფუნდამენტური პრინციპი და დისკრიმინაციის დაუშვებლობა; ადამიანის უფლებების საჩივრები და კომუნიკაცია ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე; უნივერსალურობის პრინიციპი; საერთაშორისო წესრიგი და ინსტრუმენტები ყოველდღიური გამოყენებისთვის.

ტრენინგს უძღვებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი.

რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026