GEO   ENG
ანგარიშები
სოციალური და ონლაინ მედიის მონიტორინგის შედეგები - იანვრის ანგარიში
21.02.2020

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ აგრძელებს ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და მათი ლიდერების აქტიურობის ძირითად ტენდენციებზე დაკვირვებას სოციალურ ქსელში და ონლაინ მედიაში.

ისევე, როგორც გასული თვეების განმავლობაში, იანვარშიც გამოიკვეთა ქართული ულტრამემარჯვენე დისკურსის შემდეგი მახასიათებლები: 1) საქართველოს მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივების მცდელობა და შესაბამისად, დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაცია; 2) პრორუსული გზავნილების გავრცელება; 3) სხვადასხვა დეზინფორმაციებისა და მანიპულაციების გავრცელების გზით საზოგადოებაში ირაციონალური შიშებისა და სიძულვილის დანერგვა.

ულტრამემარჯვენე ჯგუფები საქართველოში აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელ ფეისბუქს  საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმის დანერგვისა და ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად. ულტრამემარჯვენე დისკურსი ხასიათდება მკვეთრად პოპულისტური და პროპაგანდისტული შინაარსით.

ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტილიბერაული გზავნილები

იანვარში ულტრამემარჯვენე ჯგუფების სამიზნე გახდა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI). 16 იანვარს NDI-ის მიერ საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა ისეთი ულტრამემრაჯვენე  ფეისბუქ გვერდების მხრიდან, როგორებიცაა: „ანტიპარადოქსი“, „pressტიტუცია“ და „ანტი-ლიბერალური ლიგა“. მათი მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია NDI-ის და მისი თბილისის ოფისის ხელმძღვანელის ლორა თორნტონის პოლიტიკურად მიკერძოებულობისა და არასანდოობის შესახებ. ულტრამემარჯვენე ფეისბუქ გვერდმა „ანტილიბერალური ლიგა“ NDI-ის ნაციონალურ მოძრაობასთან „კავშირის“ ხაზგასასმელად გაავრცელა მიმი დავით ბაქრაძის, ირმა ნადირაშვილის და ნოდარ მელაძის გამოსახულებით.

ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიდასავლური გზავნილები

იანვარში ულტრამემარჯვენე ჯგუფების და მედიის დისკურსი დატვირთული იყო ანტიდასავლური გზავნილებითაც, რომლებიც ცალსახად ყალბ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვრცელდებოდა. მაგალითად, ღიად პრორუსულმა მედია საშუალებამ „News Front Georgia“-მ გამოაქვეყნა დეზინფორმაციული სტატია, რომელიც ეხებოდა ირანში გაერთიანებული სამეფოს ელჩის რობერტ მაკეირის საპროტესტო აქციაზე დაკავებას. პრორუსული და კრემლისტური  მედიასაშუალებების მტკიცება, რომ ელჩი მაკეირი ხელმძღვანელობდა საპროტესტო აქციებს, არის დეზინფორმაცია. BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ელჩი ავიაკატასტროფაში დაღუპულთა საჯარო სამძიმარს ესწრებოდა და ის დაკავებულ იქნა საელჩოში დაბრუნების დროს. გაერთიანებულ სამეფოში ირანის საელჩოს განცხადებით კი, ელჩის დაპატიმრება იყო გაუგებრობა. დეზინფორმაცია ინგლისის ელჩის ირანში დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელდა ისეთი კრემლისტური მედია საშუალებების მიერ, როგორებიცაა: Russia TodayRia Novosti და gazeta.ru.

ქსენოფობიური  და ანტისაიმიგრაციო გზავნილები

იანვარში ულტრამემარჯვენე დისკურსში ასევე დომინირებდა ქსენოფობიური და ანტისაიმიგრაციო გზავნილები, რომლებიც ძირითადად ფაქტებით მანიპულაციასა და დეზინფორმაციას ეყრდნობოდა. მიგრანტთა წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციულ კამპანიას ტრადიციულად აგრძელებდნენ ისეთი პრორუსული მედია საშუალებები, როგორებიცაა: „საქართველო და მსოფლიო“ და “თვალსაზრისი“. სწორედ ამ ონლაინ პლატფორმაზე გავრცელდა იდენტური შინაარსის, დეზინფორმაციული სტატიები ირანელთა მხრიდან საქართველოში  134 ათასი ბინის შესყიდვასთან დაკავშირებით. 2019 წელს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად ირანის მოქალაქეების მიერ 2015-2018 წლებში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება საერთო ჯამში 5 598-ს შეადგენს. შესაბამისად, ყალბია ინფორმაცია, რომ ირანის მოქალაქეებმა საქართველოში 100 000-ზე მეტი ბინა შეიძინეს. აღნიშნული ინფორმაცია ანტიირანული განწყობებით გავრცელდა ულტრამემარჯვენე ფეისბუქ გვერდზეც „კარდჰუ“.


სოციალური და ონლაინ მედიის მონიტორინგის შედეგები - იანვრის ანგარიში

                                                                 * * * *

მონიტორინგი შესაძლებელი გახდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის და ნაციონალიზმის გააზრება და მის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში.
 
DRI: „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვირდება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს და სამართლებრივ დახმარებას უწევს უკანონოდ დაკავებულებს.
19.04.2024
DRI: ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია
16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
17.04.2024
ხელისუფლების ანტიევროპული განცხადებები ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

რუსული კანონის მიღების მცდელობა და პარტიის მაღალჩინოსნების მხრიდან ევროკავშირში გაწევრების საწინააღმდეგო რიტორიკა კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ღალატია.

12.04.2024