GEO   ENG
სიახლეები
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის საგანგებო განცხადება
27.08.2020
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება თერჯოლაში 11 წლის ბავშვის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავს და მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ გაიზრა საკუთარ როლი ბავშვთა დაცვის სფეროში.
 
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამა ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დააკავეს. ამავე საქმეზე, 25 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა: „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებით ინფორმაცია თერჯოლის რაიონში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროში, აღნიშნულ ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის თაობაზე განცხადება, ან შეტყობინება არ შემოსულა. შესაბამისად, პოლიციის მიერ ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა.“
 
შემთხვევევას გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარეც, რომელმაც პასუხისმგებლობა საზოგადოებას დააკისრა. თუმცა, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლი მიუთითებს, რომ სწორედ სახელმწიფოს ვალდებულებაა ბავშვის ყველა ტიპის ტიპის ძალადობისა და უგულებელყოფისაგან დაცვა.  
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ოჯახური ძალადობის შემთხვევებისა და ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციული მექანიზმის არარსებობის გარდა, აშკარაა ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობის თავიდან არიდების პრობლემა. ხელისუფლება ვერ იაზრებს საკუთარ როლს ბავშვთა დაცვის სფეროში და მიაჩნია, რომ ბავშვის მიმართ ძალადობრივ ქმედებაზე რეაგირება მხოლოდ საზოგადოების პასუხისმგებლობაა.  
 
პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის სისუსტეზე მიუთითებს სპეციალური ცხელი ხაზის არარსებობაც. არ არსებობს ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იფუნქციონირებდა. საკმარისად ვერ ჩაითვლება პანდემიის პირობებში შექმნილი ცხელი ხაზის (111) ფუნქციონირება, რომელიც განკუთვნილია ბავშვებთან დაკავშირებული ყველა შემთხვევისთვის და მხოლოდ 10:00-დან 19:00 საათამდე მუშაობს. მაისში ამოქმედებული ცხელი ხაზის არსებობის შესახებ ინფორმაციის ჯეროვნად არ გავრცელებულა, ამიტომაც მისი ხელმისაწვდომობა დაბალია.   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ცხელი ხაზი 1505 სამინისტროს პასუხისმგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს მოიცავს და ასევე, 10:00 დან 18:00 საათამდე მუშაობს. გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერს (112) კი, ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების გარდა, დამატებით არაერთი ფუნქცია აკისრია. შესაბამისად, არც ერთი ზემოთმითითებული საკომუნიკაციო საშუალება არ არის ბავშვზე მორგებული და სათანადოდ ხელმისაწვდომი.
 
2019 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომლის 99-ე მუხლით განისაზღვა საქართველოს მთავრობის ვალდებულება, 2020 წლის 1 მარტამდე შეემუშავებინა და საქართველოს პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარედგინა ბავშვის მიმართ და ბავშვთა შორის ძალადობის პრევენციისა და ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელზე მუშაობაც, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელთ არსებული ინფორმაციით, ჯერ არ დაწყებულა. როგორც ბავშვთა მიმართ ძალადობის არაერთი შემთხვევა ადასტურებს, კოდექსის მიღებამ ამ დრომდე ვერ უზუნველყო ბავშვთა დაცულობის ზრდა.
 
შესაბამისად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს:
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს
  • უზრუნველყოს დროული, ეფექტიანი და ობიექტური მოკვლევა იმის დასადგენად, ინფორმირებული იყო თუ არა პოლიცია ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტებზე. აღნიშნულის  დადასტურების შემთხვევაში, პასუხისმგებელი პირების მიმართ გამოყენებულ იქნას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
 
საქართველოს მთავრობას
  • ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით, უზრუნველყოს 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი, ბავშვზე მორგებული ცხელი ხაზის ამოქმედება და ცხელი ხაზის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელება.
 
საქართველოს პარლამენტს
  • გადაიხედოს ბავშვთა მიმართ ძალადობის საქმეებზე სამართალდამცავი სტრუქტურების რეაგირების მექანიზმი.
 
რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას
არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!
25.04.2024
DRI: „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვირდება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს და სამართლებრივ დახმარებას უწევს უკანონოდ დაკავებულებს.
19.04.2024
DRI: ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია
16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
17.04.2024