GEO   ENG
კვლევები
,,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები და მათი მნიშვნელობა“
15.09.2020
15 სექტემბერს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა კვლევის ,,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები და მათი მნიშვნელობ“ პრეზენტაცია გამართა.

კვლევაში გაანალიზებულია და კრიტიკულად არის შეფასებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო ზედამხედველობის/კონტროლის არსებული მექანიზმები. ასევე, წარმოდგენილია საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების საფუძველზე შემუშავებული კონკრეტული რეკომენდაციები.

დოკუმენტი რამდენიმე თავისგან შედგება. მათში ხაზგასმულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე ზედამხედველობის მნიშვნელობა და საპარლამენტო კონტროლის შემდეგი მექანიზმები: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, ნდობის ჯგუფის უფლებამოსილება, პარლამენტის წევრის წერილობითი კითხვისა და ინტერპელაციის მექანიზმი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გამწესება, სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა და მისი მნიშვნელობა. ანგარიშის დასასრულს მოცემულია რეკომენდაციები. 


"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები და მათი მნიშვნელობ“

რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026