GEO   ENG
ანგარიშები
Covid-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანიის ანტიდასავლური და პრორუსული გზავნილები
13.10.2020
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) Covid-19-ის პანდემიის ფონზე დეზინფორმაციის გამავრცელებელი მედია საშუალებების გზავნილებს და ძირითად ტენდენციებს აკვირდება. ამ მიზნით სექტემბერში 15 ონლაინ მედიაში განთავსებული 102 სტატია და 10 ფეისბუქ გვერდზე   გამოქვეყნებული 435 პოსტი გაანალიზდა.

Covid-19-ის პანდემიის ფონზე სოციალურ ქსელ ფეისბუქში და სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე აქტიურად მიმდინარეობდა მკვეთრად პრორუსული და ანტიდასავლური დეზინფორმაციული კამპანია. ონლაინ გამოცემები ავრცელებდნენ, ერთი მხრივ, ყალბ ინფორმაციას რუსული ვაქცინის ეფექტურობაზე, ხოლო მეორე მხრივ, ქმნიდნენ კონსპირაციულ თეორიებს Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეითსზე და გაეროს ბავშვთა ფონდზე.

დეზინფორმაციული კამპანია პრორუსული გზავნილებით

პრორუსული მედია საშუალებების  სპუქტნიკ საქართველო, საქინფორმი და საქართველო და მსოფლიო-ს მანიპულაციური კამპანიის ეპიცენტრში აღმოჩნდა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“. მათ მიერ გამოქვეყნებული სტატიები სიტყვა-სიტყვით იმეორებს რუსულ პროპაგანდისტულ მესიჯებს და აქცენტს აკეთებს ვაქცინის ეფექტურობასა და უვნებლობაზე. თუმცა, რეალური სურათი განსხვავებულია. რუსულ ვაქცინას კვლევის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მესამე ეტაპი არ გაუვლია. ვლადიმერ პუტინის განცხადებას რუსული ვაქცინის ეფექტურობისა და მის მიერ შემოწმების ყველა ეტაპის გავლის შესახებ თავიდანვე სკეპტიკურად შეხვდნენ, როგორც კვლევითი ორგანიზაციები, ასევე აშშ-ს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი. მათი შეფასებით, რუსული ვაქცინის  გამოცდისას, კვლევის მესამე ფაზის გამოტოვება მიუთითებს არაეფექტიანობის მაღალ რისკზე. „სპუტნიკ V“-ის შესახებ  სკეპტიკური განცხადებები გააკეთეს საქართველოში ლუგარის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მათი შეფასებით, არ არსებობს ფართომასშტაბიანი კვლევები, რომლითაც აღნიშნული ვაქცინის ეფექტურობა დადასტურდებოდა. რუსული ვაქცინის შესახებ ინფორმაცია გააზიარეს პრორუსულმა ფეისბუქ გვერდებმა სტალინი და ევრაზიის საინფორმაციო სააგენტო.

დეზინფორმაციული კამპანია და ანტიდასავლური გზავნილები

Covid-19 პანდემიის ფონზე მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნეები აღმოჩნდნენ გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი.
 
ფეისბუქ გვერდზე საერთო გაზეთი გამოქვეყნებულ ინტერვიუში აკადემიკოსი თინა თოფურიას მტკიცება ბილ გეითსის მიერ 7 მილიარდი ადამიანის იძულებით აცრასთან დაკავშირებით შეთქმულების თეორიის ნაწილია. რეალურად, ბილ გეითსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, საუბარია ურთიერთთანამშრომლობის გზით ვაქცინის ხელმისაწვდომობაზე 7 მილიარდი ადამიანისთვის. ინტერვიუში რესპოდენტი აღნიშნავს, რომ UNICEF საქართველოში ბავშვებზე ვაქცინის იძულებით ტესტირებას ანხორციელებს, რაც ტყუილია. UNICEF არ არის ჩართული ტესტირების პროცესში და მხოლოდ ვაქცინის ოფიციალურად რეგისტრაციის შემდეგ, უხელმძღვანელებს კორონავირუსის ვაქცინების შესყიდვისა და მიწოდების პროცესს. ანალოგიური დეზინფორმაცია გაავრცელა პირად ფეისბუქ გვერდზე ლევან ჩაჩუამაც, რომლის პოსტი ფეისბუქ გვერდებმა სტალინი, საქართველო უპირველეს ყოვლისა და ქართულმა იდეამ გააზიარეს. იდენტური ცრუ გზავნილების შემცველი იყო საქართველო და მსოფლიოს მიერ გამოქვეყნებული სტატია, სადაც UNICEF მოხსენიებულია „საეჭვო რეპუტაციის ორგანიზაციად.“ სტატიის რესპონდენტის მამა გიორგი რაზმაძის მიერ იაფფასიან ბლეფად არის შეფასებული გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ვაქცინით უზრუნველყოფის გზით განვითარებადი ქვეყნების დახმარება და აღნიშნულია, რომ უმჯობესია ვაქცინა რუსთისგან  შევიძინოთ.
 
საერთო ჯამში, დეზინფორმაცია UNICEF-ის წინააღდეგ 82-ჯერ დაიპოსტა 10 ფეისბუქ ჯგუფსა და ორ ვებ პორტალზე. დეზინფორმაციული პოსტები 524-ჯერ გაზიარდა და 564 მომხმარებლის მოწონება დაიმსახურა.
 
სექტემბერში კონსპირაციული თეორია პირბადეების საწინააღდეგოდაც გავრცელდა. ვებ გვერდზე tvalsazrisi.ge გამოქვეყნებულ სტატიაში „პირბადე – სენის პრევენცია თუ საზოგადოების დამონების მექანიზმი?“ პირბადე წარმოჩენილია მასების დამორჩილების ინტრუმენტად. რეალურად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პანდემიასთან ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტად სწორედ პირბადეს მიიჩნევს, რომელიც ჯანმრთელ ადამიანს  ვირუსის გადადებისგან იცავს და ამავე დროს, ამცირებს დაავადებულისგან ინფიცირების რისკებს.

ანგარიში - დეზინფორმაციული კამპანია პრორუსული გზავნილებით
 
                                                                         * * * *
პროექტი ხორციელდება ფონდი Prodemos • პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით მცირე საგრანტო კონკურსის „ფრთხილად, დეზინფორმაციაა“ ფარგლებში. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) მიერ პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალა და მასში გამოხატული მოსაზრებები, შესაძლოა, არ წარმოადგენდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.
რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას
არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!
25.04.2024
DRI: „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვირდება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს და სამართლებრივ დახმარებას უწევს უკანონოდ დაკავებულებს.
19.04.2024
DRI: ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია
16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
17.04.2024