GEO   ENG
სიახლეები
2019 წლის 8 ივლისს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონიტორინგის შედეგები
09.07.2019

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ წარმომადგენლები 8 ივლისს საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე ულტრამემარჯვენე ძალებისა და სასულიერო პირების მიერ ორგანიზებულ აქციას დააკვირდნენ.  

აქციის ჩატარების მიზეზად დასახელდა ერთი მხრივ, რუსთავი 2-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის შეურაცხმყოფელი მოხსენიება (ბმული), ხოლო, მეორე მხრივ, ,,თბილისი პრაიდის'' ორგანიზატორების მიერ „ღირსების მარშის“ ჩატარების დაანონსება. აქციას წინ უძღოდა ლევან ვასაძის მიერ 7 ივლისს გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადება, რომლითაც მან თავის მომხრეებს მოუწოდა, არ დაეშვათ „თბილისი პრაიდის“ ჩატარება. მის განცხადებას, ,,თუ იქნება პოლიციის კორდონი, ჩვენი მიზანია მისი გარღვევა და გარყვნილების პროპაგანდისტების იქიდან გათრევა”, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

8 ივლისის მოვლენები შემდეგი თანმიმდევრობით განვითარდა: ულტრამემარჯვენე ჯგუფების ლიდერებმა გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილებმა, ლევან ჩაჩუამ, დიმიტრი ლორთქიფანიძემ და ლევან ვასაძემ „ღისრების მარშის“ წინააღმდეგ მხარდამჭერთა მობილიზაცია გამოცხადეს. 2019 წლის 8 ივლისს, დილის 9 საათზე,  თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობის წინ დაახლოებით 20 ადამიანი შეიკრიბა მოთხოვნით, არ დაეშვათ დაანონსებული „თბილისი პრაიდის“ ჩატარება.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრაიდის ორგანიზატორებმა უარი განაცხადეს ე.წ ,,ღირსების მარშის“ ჩატარებაზე, ულტრამემარჯვენე ძალების ლიდერებმა და მიმდევრებმა   ვერის ბაღში გადმოინაცვლეს, სადაც მათი მხარდამჭერები იკრიბებოდნენ. გარდა ამისა, სასულიერო პირები აქტიურად ახდენდნენ მრევლის მობილიზაციას. ულტრამემარჯვენე ძალების ძირითადი კონსოლიდაცია  ბიზნესმენისა და მსოფლიო საოჯახო კონგრესის წარმომადგენლის ლევან ვასაძის გარშემო მოხდა. მან დააფიქსირა შეკრებილთა ძირითადი მოთხოვნები, რაც უცვლელი დარჩა აქციის განმავლობაში - „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის გაუქმება და ე.წ. „გარყვნილების პროპაგანდის'' კანონით აკრძალვა. აღნიშნული განცხადების შემდეგ, ვერის ბაღში შეკრებილმა ჯუფებმა საქართველოს პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორიაზე გადმოინაცვლეს.

აქციის მიმდინარეობისას ნათელი გახდა, რომ მონაწილეთა ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეთა შეკრებისათვის ხელის შეშლა, რომლებიც  აღნიშნულ ტერიტორიაზე მთელი კვირის განმავლობაში იკრიბებოდნენ.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მსვლელობისას განცხადებებში აქტიურობით გამოირჩეოდნენ ბიზნესმენი ლევან ვასაძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, სანდრო ბრეგაძე და სასულიერო პირი დავით ისაკაძე. მიმდინარე დისკურსში შეიმჩნეოდა პრორუსული და ანტიდასავლური განცხადებები. მაგალითად, დიმიტრი ლორთქიფანიძემ მოუწოდა დიდი ბრიტანეთის პარალამენტს არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში და ყურადღება ბრექსიტს დაუთმოს. დეკანოზ დავით ისაკაძის განცხადებით, „არ უნდა დავუშვათ მამათმავალი პრეზიდენტის ან პრემიერის არჩევა“ და სწორედ ამიტომ უნდა გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, აიკრძალოს ნებისმიერი „გეი ღონისძიება“. მან ასევე მოუწოდა  ,,სულიერად დაღუპული ” ამერიკისა და დიდი ბრიტანეთს მთავრობებს არ ჩარეულიყვნენ საქართველოს შიდა საქმეებში. მას შემდეგ, რაც გაერთიანება ,,ქართული მარში'' შეუერთდა აქციას, აქციიის მონაწილეებმა დაწვეს ლგბტ თემის დროშა.

მკვეთრად ანტიდასავლური გზავნილების ფონზე გამოიკვეთა აქციის მონაწილეთა დამოკიდებულება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასთან დაკავშირებით. ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ  დიალოგის მეშვეობით აპირებს დაარწმუნოს რუსეთი, დააბრუნოს დაკარგული ტერიტორიები, ხოლო აქციაზე გამოსულმა სასულიერო პირებმა არაერთხელ მიუთითეს, რომ მთავარია ზნეობრივი და ეროვნული ღირებულებების შენარჩუნება, თორემ ტერიტორიების დაბრუნება თავისდავად, უფლის დახმარებით მოხდება. დემონსტრანტებმა გამოიყენეს სხვადასხვა სახის პოსტერები, რომელთა ნაწილი შეიცავდა სიძულვილის ენას, ნაწილი კი მოუწოდებდა საზოგადოებას რელიგიის და ტრადიციული ინსტიტუტების დაცვისაკენ.

აქციის მონაწილეთა და გამომსვლელთა აბსოლუტური უმრავლესობა მამაკაცი იყო. ერთ შემთხვევაში, როდესაც ქალმა გამომსვლელმა მონაწილეთა ნაწილისთვის მიუღებელი პოზიცია დააფიქსირა, მას მიკროფონი ჩამოართვეს და არ მისცეს საუბრის გაგრძელების საშუალება. აქციის მონაწილეები გამოირჩეოდნენ ჰომოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი რიტორიკით. აქციის მონაწილეებმა ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორს მიხეილ მშვილდაძეს  ბოთლები ესროლეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

სიტუაცია რუსთაველის გამზირზე განსაკუთრებით საღამოს 7 საათისთვის დაიძაბა, როდესაც ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციის მხარდამჭერები პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორიაზე გამოცხადნენ. ორი პარალელური აქციის მონაწილეთა ერთმანეთისგან გასამიჯნად, მთელ პერიმეტრზე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელები იყვნენ მობილიზებული.

მიუხედავად სხვადასხვა სახის ექსცესების და წინააღმდეგობებისა, დღის ბოლოს, ანტისაოკუპაციო აქციის წარმომადგენლებმა მოახერხეს მშვიდობიანად ჩაეტარებინათ საკუთარი აქცია  და უზრუნველეყოთ მისი მშვიდობიანი დასრულება.

უფასო იურიდიულ დახმარება ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის

DRI ადამიანის უფლებათა ცენტრთან თანამშრომლობით, გთავაზობთ უფასო იურიდიულ დახმარებას სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების, სიძულვილის ენის, ბულინგის/კიბერბულინგის და ძალადობის საკითხებზე.

07.05.2024
DRI: პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაზე მიანიშნებს ძალადობრივი ჯგუფების ინსტრუმენტალიზაციაზე

DRI ეხმიანება გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებზე ორგანიზებული ჯგუფების თავდასხმას, აღნიშნავს, რომ ძალადობასთან დაკავშირებით ხაზგასმით თვალშისაცემია სამართალდამცველთა.

03.05.2024
DRI: შსს შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციას არღვევს

1 მაისს, შსს-მ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეების მიმართ აქტიური სპეციალური საშუალებები, მათ შორის, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზის ჭურვები, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა.

02.05.2024