GEO   ENG
სიახლეები
გადაიდგას ნაბიჯები აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგისთვის | მიმართვა ხელისუფლებას
01.03.2021
მას შემდეგ, რაც გასულ წელს ასლან ბჟანია გახდა აფხაზეთის ლიდერი და მნიშვნელოვანი ხელმძღვანელი პოზიციები დაიკავეს ალექსანდრე ანქვაბმა და სერგეი შამბამ, სოხუმმა რამდენჯერმე საჯაროდ გამოთქვა თბილისთან პირდაპირი დიალოგისთვის მზაობა. ბატონებმა ბჟანიამ და შამბამ საჯარო გამოსვლებში გარკვეულწილად მონიშნეს ის საკითხები, რომელთა შესახებ დიალოგსაც სოხუმი შესაძლებლად მიიჩნევს, კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა, ვაჭრობა, ეკონომიკა, გადაადგილების თავისუფლება და სხვა.

გარდა ამისა, 2020  წლის ბოლოს სოხუმში გამოქვეყნდა „საგარეო პოლიტიკის კონცეფცია,“ სადაც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს მთელი თავი მიეძღვნა. ამ დოკუმენტში, სხვა საკითხებთან ერთად, დაფიქსირებულია ახალი წინადადებაც: სოხუმი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პარალელურად, ორმხრივი დიალოგის ფორმატის შესაძლებლობას განიხილავს. 

სოხუმის განცხადებების კვალდაკვალ, დიალოგის იდეისადმი ზოგადად დადებითი დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებამაც გამოხატა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, მრავალჯერ აქვს გაცხადებული პოზიცია კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ. თუმცა კონფლიქტის ტრანსფორმაცია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული შემხვედრი წინადადებებისა და სოხუმთან უშუალო დიალოგის გარეშე რთული წარმოსადგენია. 

ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დიდად ვაფასებთ სოხუმისა და თბილისის სამშვიდობო დიალოგისათვის მზაობის განაცხადს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები პირდაპირი დიალოგის დასაწყებად აფხაზურ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ლიდერებთან. ამასთანავე, გამოვთქვამთ მზაობას, ამ მნიშვნელოვან პროცესს მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ჩვენი გამოცდილებითა და შესაძლებლობებით. 
გვჯერა, რომ პირდაპირი დიალოგი ხელს შეუწყობს ურთიერთხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღებას და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ნორმალიზაციას.

პატივისცემით,
არჩილ გეგეშიძე
უჩა ნანუაშვილი
გიორგი კანაშვილი
ვახტანგ ჭარაია
იულია ხარაშვილი
მარინა ფაღავა
მიხეილ მირზიაშვილი
პაატა ზაქარეიშვილი
ელიკო ბენდელიანი
ნინო კალანდარიშვილი
ვახტანგ ყოლბაია
ანა ძიაპშიპა
მარინა ელბაქიძე
ვახტანგ ნოღაიდელი
ნათია ჭანკვეტაძე
ზაალ არქანია
შოთა შველიძე
არჩილ ელბაქიძე
ქეთი მურუსიძე
დათო ჯიშკარიანი
ალექსანდრე რუსეცკი
ალუ გამახარია
ქეთი აფთარაშვილი
ეკა ფირცხალავა
მერი გელაშვილი
იაგო ფასანძე
თამრიკო სარაჯიშვილი
რუსიკო მარშანია
სალომე ადამია
მარინა ფოჩხუა
ირაკლი ხვადაგიანი
მარგარიტა ახვლედიანი
დავით ფიფია
ნათია ნადირაძე
ელენე ნათენაძე
ივანე აბრამაშვილი
ლალი პერტენავა
მამუკა ყუფარაძე
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026