GEO   ENG
სიახლეები
ხელისუფლება სამოქალაქო აქტივისტებს სისხლისსამართლებრივი დევნით ემუქრება
23.03.2021
არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმიანებით მარნეულში 21 მარტს განვითარებულ მოვლენებს, სადაც „მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად 21:00 საათზე დემონსტრაციულად დაარღვიეს გადაადგილების შეზღუდვა. სწორედ ამ პროტესტის შემდეგ ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო აქტივისტებთან დაკავშირება და გამოკითხვაზე დაბარება ე.წ. კომენდანტის საათის განმეორებით დარღვევის გამო დაწყებული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში.  ის გარემოება, რომ საქმეთა დიდ ნაწილზე თვეების განმავლობაში გამოძიება არ მიმდინარეობდა და ის მხოლოდ 21 მარტის საპროტესტო აქციის შემდეგ გააქტიურდა, აჩენს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ ხელისუფლება სისხლისსამართლებრივ სანქციებს გამოიყენებს როგორც სადამსჯელო მექანიზმს მოქალაქეთა პროტესტის ჩასახშობად.

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საბაბით ხელისუფლება არაკონსტიტუციურად ცდილობს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, ამჯერად კი განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ საქმე გვაქვს მოქალაქეთა ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფრთხესთან.

აღსანიშნავია, რომ აქტივისტებმა აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ხელისუფლებამ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების თხოვნა არ გაითვლისწინა და ნოვრუზ ბაირამისთვის ერთი ღამით გადაადგილების შეზღუდვა არ მოხსნა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არათანმიმდევრული და მეტიც, დისკრიმინაციულია ეთინკური უმცირესობების მიმართ. მთავრობას შეეძლო ამ შემთხვევაში დაეწესებინა გამონაკლისი, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც დაგეგმილია რეგულაციათა შემსუბუქება 2021 წლის 28 მარტს საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით და შეზღუდვები მოხსნილი იყო მაგალითად, 1 იანვრის ღამითაც. ხაზგასასმელია, რომ დისკრიმინაციული მიდგომა ხელისუფლებამ გამოავლინა მანამდეც, როდესაც მოხსნა გადაადგილების შეზღუდვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შობის აღნიშვნის დღეს  (7 იანვარს), თუმცა იგივე არ გააკეთა 25 დეკემბერს.

სამწუხაროა, რომ ხელისუფლება კვლავაც განაგრძობს უმცირესობათა ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას, თუმცა კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ უკანასკნელზე გამოხატული პროტესტის საპასუხოდ იგი სისხლისსამართლებრივი დევნით ემუქრება სამოქალაქო აქტივისტებს.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას არ გასცდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს, შეწყვიტოს უთანასწორო მოპყრობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ და არ გამოიყენოს სისხლისსამართლებრივი მექანიზმები აქტივისტების წინააღმდეგ შეკრებისა და მანიფესტაციის ფარგლებში პროტესტის გამოხატვის გამო.
 
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საფარი
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI Georgia)
უფლებები საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG)
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
DRI: ქართულმა სახელმწიფომ ფაქტობრივად უგულებელყო ევროსასამართლოს მოთხოვნა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა

სახელმწიფომ,  აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით, უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მოქმედი კანონმდებლობა.

06.04.2026
რუსული რბილი ძალის გაგრძელება ოკუპირებულ რეგიონებში

რუსეთი კვლავ განაგრძობს რბილი ძალით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიზანმიმართულ ქმედებებს. 

02.04.2026
ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის მიმოხილვა

ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, 2022 წელს შეიქმნა. რეკომენდაცია ანტიკორუფციული ორგანოს დამოუკიდებლობასა და ფუნქციურ გაძლიერებას ითვალისწინებდა.

25.03.2026