GEO   ENG
სიახლეები
ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ ღირსების მარშის წინააღმდეგ ძალადობა
26.06.2021
1-5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორების მიერ დაანონსებული „ღირსების მარშის“ საპასუხოდ, ულტრამემარჯვენე ლიდერმა და მოძრაობა „ერის“ დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ პრაიდის კვირეულის „გაუქმების“ მოთხოვნით ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა. ვასაძის განცხადება მკვეთრად ჰომოფობიური იყო; მან „ღირსების მარში“ მოიხსენია გარყვნილების პროპაგანდად და მისი ჩატარების აკრძალვას მოითხოვა.

პრაიდის კვირეულის გარშემო ჰომოფობიური დისკურსი ულტრამემარჯვენე მედია პლატფორმა „ალტ ინფოს“ მხრიდანაც გააქტიურდა. 12 ივნისს, გადაცემა „ალტ-ანალიტიკის“ წამყვანმა ზურა მახარაძემ ღირსების მარშის წინააღმდეგ სამოქალაქო ჯგუფების მობილიზაცია დააანონსა.  „ალტ ინფოს“ ლიდერთა ჰომოფობიური განცხადებები, რომლებიც  მიმართულია პრაიდის კვირეულის, მისი ორგანიზატორების და მხარდაჭერების წინააღმდეგ, აქტიურად ზიარდება ფეისბუქ ჯგუფში „ალტერნატივა საქართველოსთვის -მხარდამჭერები“.  ულტრამემარჯვენე რიტორიკის მქონე ფეისბუქ გვერდზე „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“  ვრცელდება სასულიერო პირების ჰომოფობიური ვიდეო გზავნილები, სადაც ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაუშვან „ლგბტ სახით“ მოდერნიზებული სოდომისტური ცოდვის პროპაგანდა.“

ჰომოფობიური შინაარსის გზავნილები თვალსაჩინოა ულტრამემარჯვენე ლიდერის ალექსანდრე ფალავანდიშვილის  24 ივნისს  TV პირველთან ჩაწერილ ინტერვიუში, სადაც მან ლგბტქ აქტივიზმი „პედოფილიის და გარყვნილების პროპაგანდად“ მოიხსენია და ხაზი გაუსვა, რომ ღირსების მარშის ჩატარების შემთხვევაში, მოხდება „დაპირისპირება და პოლიციას  სპეცრაზმის გამოყვანა და ხალხის დასახიჩრება დასჭირდება.“  ჰომოფობიური და ძალადობრივი მოწოდებები შესამჩნევია ფეისბუქ ჯგუფში „ლევან ვასაძის მხარდამჭერები“, სადაც რელიგიურ სენტიმენტებით გაჯერებული პოსტები ვრცელდება. პოსტებში პრაიდის კვირეულის ჩატარება გაიგივებულია მართლმადიდებლობის დაკნინებასთან, ამიტომ  „ამ ლაქის ასაცილებლად“ პრაიდის ჩაშლა, თუნდაც ძალისმიერი მეთოდებით,  გამართლებულია.

24 ივნისს ბრიფინგზე, ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა და მედია პლატფორმებმა: „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“, „ერი“, „ქართული იდეა“, „ქართული მისია“, „ალტ -ინფო“ და ა.შ, ღირსების მარშის ჩასაშლელად სრული მობილიზაცია და რუსთაველის გამზირის გადაკეტვა დააანონსეს. „ვაპირებთ, რომ მთელი რუსთაველი ავიღოთ, გავაკონტროლოთ, არანაირი გარყვნილების პროპაგანდა არ ჩატარდება. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“-განაცხადა ბრიფინგზე ალტ ინფოს წარმომადგენელმა ზურა მახარაძემ.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) შეშფოთებით ადევნებს თვალს ულტრამემარჯვენე, ექსტრემისტული იდეოლოგიის ჯგუფებისა და მათი ლიდერების მხრიდან  გავრცელებულ განცხადებებს, რომლებიც ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ დაორგანიზებული  „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ მხარდამჭერთა მობილიზებასა და ღონისძიების  ჩასაშლელად ძალის გამოყენებას გეგმავენ.

DRI აღნიშნავს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა წარმოადგენს იმ ფუნდამენტურ საფუძველს, რომლის გარეშეც ვერ იარსებებს მშვიდობიანი, დემოკრატიული და ადამიანთა თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული საზოგადოება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია მხოლოდ მშვიდობიანი შეკრების უფლება, რაც გამორიცხავს ძალადობას, ძალადობისკენ მოწოდებას და ძალადობის გამოყენების მუქარას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, DRI მოუწოდებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
  • შეისწავლონ რადიკალური ექსტრემისტული ჯგუფების აქტივობები
  • გატარდეს სათანადო მოსამზადებელი სამუშაოები და მოხდეს შესაბამისი რაოდენობის საპოლიციო ძალების მობილიზება შესაძლო ძალადობის რეალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად
  • აღნიშნული ჯგუფების ლიდერების ან/და მათი მხარდამჭერების მიერ განხორციელებულ დანაშაულის ნიშნის შემცველ ქმედებებზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება წარიმართოს შემჭიდროებულ ვადებში, რაც აღკვეთს აღნიშნული პირებს მიერ დიდი ოდენობით ძალების მობილიზებისა და ახალი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის შესაძლებლობას.
სოხუმში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დააინიციირა კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. 

25.07.2024
შსს-თვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს

24 ივლისს, მოსამართლე ნათია გუდაძემ, კიდევ ერთხელ იმსჯელა ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. 

24.07.2024
შეხვედრა გურჯაანში - „საქართველო ირჩევს ევროპას“

17 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გურჯაანში გამართა შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას.“

19.07.2024