GEO   ENG
ანგარიშები
ულტრამემარჯვენე პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო რიტორიკა სოციალურ მედიაში
01.10.2021
საქართველოში ულტრამემარჯვენე ჯგუფების  პოლიტიკურ პარტიებად ტრანსფორმაციის აშკარა ტენდენციის მიუხედავად, 2021 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში ულტრამემარჯვენე ფლანგს მხოლოდ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ წარმოადგენს. თუმცა ისეთი პოლიტიკური სუბიექტები, როგორებიც არიან „ქართული იდეა“, „ქართული მარში“, და „ერთობა, რაობა, იმედი“ შეფარულ კამპანიას სოციალური მედიაში მაინც აწარმოებენ. მათი კამპანია ემსახურება როგორც სახელისუფლებო ძალის, ასევე, ოპონენტი ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციას.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) შეისწავლა ულტრამემარჯვენე პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო რიტორიკა და ჯამში 625 მანიპულაციური ნარატივი  გამოააშკარავა პოლიტიკური სუბიექტების - პატრიოტთა ალიანსის, „ქართული იდეისა“ და „ერის“ მხარდამჭერ, კოორდინირებულ ქსელში ჩართულ 20 ფეისბუქ გვერდზე.
ძირითადი დაკვირვების სახით შეიძლება ითქვას, რომ ულტრამემარჯვენე პოლიტიკური სუბიექტები, პირდაპირ თუ ირიბად ჩართულები არიან  წინასაარჩევნო პროცესებში და ამომრჩევლის პოლიტიკურ განწყობებზე ზემოქმედების მიზნით რელიგიურ და ეთნონაციონალისტურ მანიპულაციურ  გზავნილებს იყენებენ.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო რიტორიკა სოციალურ მედიაში

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს და მრავალფეროვანი საარჩევნო პროგრამით გამოირჩევა. ამომრჩეველთან კომუნიკაციისთვის პარტია აქტიურად იყენებს  სხვადასხვა მედია საშუალებებსა და პლატფორმებს, ტელეარხ „ობიექტივს“, პარტიულ „იუთუბ არხს“ და კოორდინირებულად მოქმედ ფეისბუქ ჯგუფებს. ვებგვერდზე patriots.ge კი, ონლაინ გამოცემის სახით, საარჩევნო პროგრამასა და ხედვებს აზიარებს. 2021 წლის თვითმართველობის არჩევნებში პარტია მთავარ გამოწვევად ეკონომიკური სიდუხჭირის აღმოფხვრას ასახელებს და სახელმწიფო ზრუნვის მთავარ ობიექტებად მოიაზრებს პენსიონერებს, ვეტერანებს, ხელმოკლე ოჯახებსა და დევნილებს. პატრიოტთა ალიანსი ყურადღებას ისევ ამახვილებს სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობაზე და ამომრჩეველს „სააკაშვილი-ბოკერიას“ტანდემის სამართლებრივ დასჯას უანონსებს. წინასაარჩევნოდ  ლიდერების აქტივობები და პოლიტიკური  განცხადებები ავტომატურ რეჟიმში ზიარდება პარტიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე და ჯგუფში „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები“. 
 
მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლენილ პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერ ფეისბუქ ჯგუფებზე „გონიერი საქართველო“ და „ბაკურ სვანიძის ინტერნეტ-TV და მეგობარი საიტები (ახალი ლინკები)“, შესამჩნევია კონკურენტი ოპოზიციური პარტიებისა და სახელისუფლებო ძალების დისკრედიტაცია და მკვეთრად ანტითურქული და ანტიდასავლური  რიტორიკა.
 
არჩევნებში ირიბად ჩართული ულტრამემარჯვენე სუბიექტების პოლიტიკური რიტორიკა სოციალურ მედიაში

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, სოციალურ მედიაში განსაკუთრებით გააქტიურდნენ ის ულტრამემარჯვენე პოლიტიკური სუბიექტებიც, რომლებიც პირდაპირ არ არიან ჩართულები საარჩევნო პროცესში. კერძოდ, „ქართული იდეა“ და „ერი,“ კოორდინირებულად მოქმედი, მხარდამჭერი ფეისბუქ გვერდების საშუალებით აწარმოებენ მანიპულაციურ და დეზინფორმაციულ მედია კამპანიას მკვეთრად პოლიტიკური ელფერით; რელიგიურ და ეთნონაციონალისტურ ნარატივებზე დაყრდნობით ცდილობენ საზოგადოებაში პოლიტიკური ნიჰილიზმის გაჩენას და აღრმავებენ პოლიტიკური პოლარიზაციის პროცესს. პარტიები „ქართული იდეა“ და „ერი“ მხარდამჭერ პლატფორმებზე, მკვეთრად ანტილიბერალური, ანტიდასავლური და ანტივაქსერული კამპანიის ფონზე ახდენენ სახელისუფლებო და ოპოზიციური ძალების დისკრედიტაციას. საგულისხმო ტენდენციაა, რომ ისინი ღიად უპირისპირდებიან „ქართულ ოცნებას“, თუმცა არა ბიძინა ივანიშვილს, რაც ხელისუფლების არაფორმალური ლიდერისადმი მათი კეთილგანწყობილი დამოკიდებულების მაჩვენებელი შეიძლება იყოს. 

„ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის პრევენცია საქართველოში“

DRI: ქართულმა სახელმწიფომ ფაქტობრივად უგულებელყო ევროსასამართლოს მოთხოვნა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა

სახელმწიფომ,  აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით, უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მოქმედი კანონმდებლობა.

06.04.2026
რუსული რბილი ძალის გაგრძელება ოკუპირებულ რეგიონებში

რუსეთი კვლავ განაგრძობს რბილი ძალით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიზანმიმართულ ქმედებებს. 

02.04.2026
ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის მიმოხილვა

ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, 2022 წელს შეიქმნა. რეკომენდაცია ანტიკორუფციული ორგანოს დამოუკიდებლობასა და ფუნქციურ გაძლიერებას ითვალისწინებდა.

25.03.2026