GEO   ENG
სიახლეები
DRI ეხმაურება საპროტესტო აქციის მონაწილეების უკანონო მასობრივ დაკავებებს
10.11.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) გმობს სუს-ის და ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან აქციის მონაწილეების უკანონო დაკავებებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში.

9 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე ოპოზიციურმა კოალიციამ თბილისის ოთხ სხვადასხვა ადგილას საპროტესტო აქციები დააანონსა. ერთ-ერთი აქცია მიმდინარეობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, რომელსაც სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების მასობრივი დაკავება მოყვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას დაკავებულია 46 პირი.

სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეების დაკავება განმარტებების გარეშე ხდებოდა. ასევე, სამართალდამცავები აკავებდნენ ადამიანებს, რომლებიც არც საგზაო მოძრაობის შეფერხების და არც ადმინისტრაციული ორგანოების შენობების შესასვლელების ბლოკირების საფრთხეს არ ქმნიდნენ.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიზნებისთვის, კონსტიტუციით აღიარებული შეკრების უფლების განხორციელებისას, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ შეკრება წინასწარი ნებართვის გარეშე არის შესაძლებელი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის მიხედვით, დამკავებელი სამართალდამცავი ვალდებულია, დაკავებულს დაკავებისთანავე მისთვის გასაგები ფორმით განუმარტოს: მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დაკავების საფუძველი, უფლება ადვოკატზე, მისი სურვილის შემთხვევაში მისი დაკავების ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს.

მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა დაკავებისას, საგანგაშოა არა მხოლოდ სამართალდამცავების მიერ კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა, არამედ მათი მხრიდან გამოყენებული დაუსაბუთებელი, უკანონო და არაპროპორციული ძალადობა. DRI მიიჩნევს, რომ პოლიტიზებული და რეპრესიული უკანონო დაკავებები სახელმწიფოს კონსტიტუციურ წეს-წყობილებას საფუძველს აცლის. 

DRI მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში, შეწყვიტონ პოლიციის პოლიტიკური რეპრესიის ინსტრუმენტად გამოყენება და პატივი სცენ გამოხატვისა და  შეკრებების თავისუფლებას.
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026