GEO   ENG
გუნდი
ქეთევან მურღულია
მედია მკვლევარი
ქეთევან მურღულია არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სილესიის უნივერისიტეტის კურსდამთავრებული სოციოლოგიის მიმართულებით. ამჟამამად გადის მაგისტრატურის კურსს პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება აქვს. მონაწილეობა აქვს მიღებული 12 სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებულ 30-ზე მეტ საერთაშორისო პროგრამაში. ის იყო საქართველოს ახალგაზრული პარლამენტის მენტორი. 2018 წლიდან არის საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ევროკავშირში.
კონსტანტინე ჩაჩიბაია
იურისტი
კონსტანტინე ჩაჩიბაია არის დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის იურისტი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. კონსტანტინეს 2016 წელს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის, 2018 წელს კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიის კვლევების მაგისტრის ხარისხი. მას აქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება. წლების განმავლობაში მონაწილეობდა სხვადასხვა კვლევით პროექტებში ადამიანის უფლებების დაცვის, თანასწორობის, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებზე. 
ელენე კოპაძე
ფინანსური მენეჯერი
ელენე კოპაძე DRI-ს ფინანსური მენეჯერია. მან 2002 წელს დაამთავრა თბილისის ბიზნეს აკადემია და მომდევნო წლებში მუშაობდა კერძო კომპანიებში, როგორიცაა: ,,გუდვილი” და ,,აბიტარე”. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები და კურსები.
თათია კონიაშვილი
იურისტი

თათია კონიაშვილი არის DRI ის იურისტი. 2018 წელს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი. ამჟამად სწავლობს იმავე უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე, კერძო სამართლის მიმართულებით. 2017 – 2018 წლებში სტაჟირება გაიარა ა(ა)იპ – ში – ,,ჩემი ადვოკატი“ – და სანოტარო ბიუროში. სხვადასხვა დროს მონაწილეობა აქვს მიღებული ტრენინგებში, იმიტირებულ პროცესებსა და კონფერენციებში. 2017– 2019 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე კავკასია“– ს იურისტი. 2016 წლიდან მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED–ში გრძელვადიან დამკვირვებლად.

მარიამ ჩიტიშვილი
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

მარიამ ჩიტიშვილი არის საერთაშორისო ჟურნალისტიკის ბაკალავრი და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. გავლილი აქვს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საზოგადოებასთან ურთიერთობის სასერთიფიკატო კურსები. აქვს აკადემიური საქმანობისა და ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება. 2013-2014 წლებში მუშაობდა სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად, ხოლო 2014-2019 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

ანა გახოკიძე
მონიტორი
ანა გახოკიძე არის ლიცენზირებული ადვოკატი, სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით და აქვს დამატებითი სპეციალიზაცია  ბავშვთა მართლმსაჯულებასა და ბავშვთა უფლებებში.

ანას მინიჭებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი და საქართველოს უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი საჯარო სამართალში. მას აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2012-2016 წლებში დასაქმებული იყო არასამთავრობო სექტორში. 2016-2018 წლებში მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რეგიონულ დეპარტამენტში. 2019 წლიდან ეწევა კერძო საადვოკატო საქმიანობას და თანამშრომლობს რამდენიმე საადვოკატო ბიუროსთან.
მარიამ გელიაშვილი
მკვლევარი
მარიამ გელიაშვილი არის DRI-ის მკვლევარი. მარიამ არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა კურსდამთავრებული. ამჟამად სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე. პარალელურად სწავლობს თსუ-ს მედიისა და ხელოვნების კოლეჯში სატელევიზიო გრაფიკის ფაკულტეტზე.2019-2020 წლებში მუშაობდა ჟურნალისტთა გაერთიანება "აი,ფაქტში".