GEO   ENG
ანგარიშები
სექტემბრის მონიტორინგის შედეგები
07.10.2019
სექტემბერში მიმდინარე მედიამონიტორინგის ფარგლებში შესამჩნევი იყო ულტრამემარჯვენე ჯგუფების დისკურსის მრავალფეროვნება და ურთიერთგანმასხვავებელი ნიშნები. სექტემბერშიც, გასული ოთხი თვის მსგავსად, გამოიკვეთა ულტრამემარჯვენე ჯგუფების პოლიტიკური იდეოლოგიის ფრაგმენტული და ჰიბრიდული ხასიათი. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს იმას, რომ ჯგუფის წევრები სხვადასხვა იდეოლოგიურ პლატფორმებს მიმდევრების მოსაზიდად იყენებენ.

სექტემბრში  შესამჩნევი იყო პრორუსული დისკურსით გამორჩეული მედია საშუალებების მკვეთრად ანტიდასავლური რიტორიკა. ნატოსა და ევროკავშირის დემონიზაციას ძირითადად ისეთი ვებ-გვერდები მიმართავდნენ, როგორებიცაა: „საქართველო და მსოფლიო”, „საქინფორმი” და “სპუტნიკ საქართველო”. სექტემბერში ,,საქინფორმმა” არაერთხელ   გააზიარა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებები საქართველოსთან მიმართებით. ძირითადი აქცენტები კეთდებოდა რუსეთის კეთილმეზობლურ განწყობებზე და ავიამომისვლის აღდგენაზე. მიმდინარე დისკურსში კი იკვეთებოდა უარყოფითი დამოკიდებულება საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

სექტემბერში ულტრამემარჯვენე დისკურსი საქართველოში გამოირჩეოდა ანტისაიმიგრაციო რიტორიკით. ყოველივე ამას კი ფონად გასდევდა ა.შ.შ -ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხისტი გადაწყვეტილებები მიგრანტთა წინააღმდეგ. ამ მხრივ, განსაკუთრებული აქტიურობით ალტ-ინფოს საინფორმაციო გვერდი გამოირჩეოდა. აღნიშნული მედია საშუალება ამ საკითხთან დაკავშირებით იზიარებს კონსერვატიულ ხედვებს და საკუთარი რიტორიკის განვითარებისას ეყრდნობა ისეთ პოლიტიკური ლიდერებს, როგორებიც არიან: ა.შ.შ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი,  საფრანგეთის მემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი  და იტალიის მემარჯვენე-პოპულისტური პარტია ,,ლიგის“ ლიდერი მატეო სალვინი.  ანტისაიმიგრაციო დისკურსის წარმოებისას ალტ-ინფოს სარედაქციო გუნდი ულტრამემარჯვენე მსოფლიო ლიდერების რიტორიკაზე მითითების გარდა, აქტიურად იყენებს სხვადასხვა საეჭვო კვლევასა და სტატისტიკას, სადაც საუბარია მიგრანტთა მიერ ევროპის სხვადასხვა ქვეყნისთვის მიყენებულ ეკონომიკურ ზარალზე; ასევე, საფრანგეთის,  გერმანიის  და შვედეთის  მაგალითებზე აღნიშნული იყო ადგილობრივი მოსახელობის უარყოფითი დამოკიდებულებები მიგრანტების წინააღმდეგ.

სექტემბერში ქართულ ულტრამემარჯვენე ჯგუფებსა თუ მედიაში აქტიურად განიხილეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კონსერვატიული შინაარსის განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ “მე ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვატარებ ჯვარს. ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ჩვენი ტრადიციული ქართული ქრისტიანული ტრადიციებიდან.”  აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა კონსტანტინე მორგოშია: „მიხეილ სააკაშვილო და გიგა ბოკერია თქვენ მართლა გჯერათ, რომ ჩვენ დავიჯერეთ თითქოს თქვენ სხვადასხვა ბანაკში ხართ? უნიჭო სპექტაკლია.“  ექს-პრეზიდენტის განცხადებას ვიდეო მიმართვა მიუძღვნა ალტ-ინფოს საინფორმაციო ჯგუფმაც, სადაც მიხეილ სააკაშვილს „იდეალური პოლიტიკური ცხოველი უწოდეს, რომელიც ერგება და მანიპულირებს ყველანაირი იდეოლოგიით“. 

მონიტორინგი შესაძლებელი გახდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის და ნაციონალიზმის გააზრება და მის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში. 
რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას
არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!
25.04.2024
DRI: „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვირდება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს და სამართლებრივ დახმარებას უწევს უკანონოდ დაკავებულებს.
19.04.2024
DRI: ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია
16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
17.04.2024