GEO   ENG
სიახლეები
ლათის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა
14.12.2021
1992 წლის 14 დეკემბერს, აფხაზეთში, გულრიფშის რაიონის სოფელ ლათასთან დატრიალებული ტრაგედია ძმათამკვლელი ომის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა გახდა. საქართველოს სახელმწიფო საბჭოს სამხედრო შენაერთების მიერ კონტროლირებული ტერიტორიებიდან ნასროლმა ჭურვმა ტყვარჩელიდან აფრენილი შვეულმფრენი ჩამოაგდო, რამაც ბორტზე მყოფი 87 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის, 35 ბავშვი და 8 ფეხმძიმე ქალი.

ომთან დაკავშირებულმა ვნებათაღელვამ ლათის ტრაგედია ომის რიგით სტატისტიკად აქცია. დღეს, ტრაგედიიდან 29 წლის შემდეგ, უნდა გავაცნობიეროთ ამ დღის სიმძიმე აფხაზური საზოგადოებისთვის. ომის დროს დაკარგულ ვერცერთ ქართულ და აფხაზურ სიცოცხლეს ვერაფერი დააბრუნებს. თუმცა დღეს მაინც  გვმართებს შეცდომების და დანაშაულის გაცნობიერება და, სადაც შესაძლებელია, გამოსწორება. ლათის ტრაგედიის შემთხვევაში აფხაზური მხარისთვის გულწრფელად მისამძიმრება, ამ შემთხვევის სათანადოდ შესწავლა და შეფასება ნდობის აღდგენისკენ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

ჩვენს აფხაზ მეგობრებს, რომლებსაც დანარჩენი საქართველოსგან ომის ტკივილი აშორებთ, გვსურს, ხმა მივაწვდინოთ და ვუთხრათ, რომ ლათაში დატრიალებული ტრაგედია საქართველოს ტრაგედიაა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ამ განცხადებით ახსენებს ჩვენი დაყოფილი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომ დაუშვებელია ამგვარი დანაშაულების განმეორება.

ამისათვის მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას:
  1. დააფიქსიროს ოფიციალური პოზიცია ლათის ტრაგედიის თაობაზე;
  2. უზრუნველყოს ლათის ტრაგედიის გამოძიება მასში მონაწილე ყველა პასუხისმგებელი პირის გამოსავლენად;
  3. უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ლათის ტრაგედიის შესახებ;
14 დეკემბერს, ლათის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, დაწესდეს ხსოვნის დღე, რომლითაც პატივს მივაგებთ ყველა მშვიდობიან მოქალაქეს, რომელიც 1992-1993 წლების ომის დროს აფხაზეთში დაიღუპა.
აფხაზეთის „ეკონომიკური ანექსია“ და “სუვერენიტეტის” საფრთხეები

ე.წ. საინვესტიციო პროგრამების განხორციელებით შეფარული ვიზიტები კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსკოვის მიზანმიმართულ პოლიტიკას, მოახდინოს რეგიონის სრული ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული ანექსია. 

09.07.2026
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ანგარიშსა და რეკომენდაციებს აქვეყნებს

OHCHR ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ცალკე თავი  აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობას ეთმობა.

07.07.2026
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალობა და მოსალოდნელი ანექსია

23 ივნისს, დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მოსახლეობას, ვიდეომიმართვის საშუალებით, საკუთარი გადადგომის შესახებ შეატყობინა. 

30.06.2026