GEO   ENG
სიახლეები
ახალი წლიდან გალელების ნაწილს, შესაძლოა, გადაადგილების უფლება შეეზღუდოს
21.12.2021
2021 წლის 27 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ფორმა №9, რომელიც გალის რაიონის მცხოვრებთა ნაწილისთვის[1] გადაადგილების უფლებასთანაა დაკავშირებული, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან გაუქმდება.

2013 წელს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მოსახლეობა არჩევანის წინაშე დააყენა - აფხაზური პასპორტების სანაცვლოდ დაეთმოთ საქართველოს მოქალაქეობა. თუმცა, მოგვიანებით, რეგიონის ეთნიკური ქართველი მოსახლეობისთვის აფხაზური პასპორტების გაცემა იმ მიზეზით შეჩერდა, რომ პროცესს, შესაძლოა, „აფხაზეთის გაქართველება“ მოჰყოლოდა. 2017 წლიდან აფხაზეთის დე ფაქტო ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ძველი აფხაზური პასპორტების გაუქმებისა და გალელებისთვის ფორმა №9-ის ბინადრობის მოწმობით ეტაპობრივად ჩანაცვლების თაობაზე.

გალის რაიონში 30 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, აქედან ხუთი ათასზე მეტს მხოლოდ ფორმა №9 აქვს, აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი კი - 1,049-ს. ბინადრობის ნებართვა 19,707 ადამიანს აქვს მიცემული. გალში საარჩევნო ხმის უფლებით მხოლოდ 1,049 აფხაზეთის მოქალაქე გალელი სარგებლობს.

ახალი წლის დღესასწაულის დღეებში გადაადგილებისთვის აუცილებელი დოკუმენტის გაუქმება ადგილობრივებისთვის დამატებითი ბარიერის შექმნას ემსახურება. სახლში ვერ დაბრუნების შიშით, ხუთი ათასი გალელი, შესაძლოა, იძულებული გახდეს, აფხაზურ-რუსული პასპორტით ისარგებლოს. არსებობს სხვა გამოსავალიც: ორ თვეზე მეტი ხნით ლოდინი ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან რუსი სამხედროებისთვის ქრთამის მიცემა.

იმის გათვალისწინებით, რომ მესამე წელია, რაც ცხინვალი-თბილისს შორის გადაადგილება სრულად შეზღუდულია, ხოლო აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ფორმა №9-ის გაუქმებით ხელოვნურად სწყვეტს გალელებს თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიისგან, საქართველოს ხელისუფლებას მართებს მკაფიო პოზიციის დაფიქსირება. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაააქტიუროს მუშაობა გალელების დისკრიმინაციის აღსაკვეთად, უზრუნველყოს მათი ინტერესების დაცვა და დარღვეული უფლებების აღდგენა.

 
[1] გალის რაიონის იმ მცხოვრებლებს, რომლებსაც არა აქვთ ბინადრობის მოწმობა ან აფხაზური პასპორტი, გადასაადგილებლად სჭირდებათ ფორმა №9.
რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026