GEO   ENG
სიახლეები
ოკუპირებულ ხაზთან მცხოვრები სტუდენტების პრობლემებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ყალბ ინფორმაციად აფასებს
25.12.2021
2021 წლის დეკემბერში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს(DRI) საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა რამდენიმე სტუდენტმა მიმართა, რომელთაც გაუგებარი მიზეზებით უმაღლესი განათლების საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე ეთქვათ უარი. წერილში, დაფინანსებაზე პასუხისმგებელ უწყებად, განათლების და შერიგების სამინისტროსთან ერთად, მითითებულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.

სახელმწიფო დახმარებას, კრიტერიუმის მიხედვით, იღებენ ის სტუდენტები, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წელი სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლება მიიღეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სკოლებში.

სტუდენტებისთვის ბუნდოვანია, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს საქართველოს ხელისუფლება დასაფინანსებელი სოფლის შერჩევისას, როცა ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე 116 სოფელს მოიცავს. აქვე გაურკვეველია როგორ შეირჩა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამყოფ ხაზზე მდებარე ათი სოფლიდან სამი. უცნობია, რა კრიტერიუმით ხელმძღვანელობენ თავად ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიც, როდესაც ცენტრალურ ხელისუფლებას დასაფინანსებელი სტუდენტების სიას უგზავნიან. ამ ბუნდოვანი და გაუმჭვირვალე სისტემით, სტუდენტების მხოლოდ გარკვეული ჯგუფი ფინანსდება, რაც არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს.

DRI-ის შეფასებით, ყოველივე ზემოაღნიშნული, სავარაუდოდ, შეიცავს ახალგაზრდების მიმართ არათანასწორ და უსამართლო მოპყრობას. აღნიშნული საკითხის მედიაში გაშუქების შემდგომ, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სტუდენტების არ დაფინანსება, ფაქტების გადამოწმების გარეშე, ყალბ ინფორმაციად შეაფასა, რაც წარმოადგენს ჟურნალისტური ეთიკის პირველი სტანდარტის დარღვევას. სამწუხაროა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, სწორედ საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხების გაშუქებისთვის ფინანსდება, სტუდენტების მიერ გაჟღერებული პრობლემით არც დაინტერესდა და  საკითხი ადგილობრივ მოსახლეობასთან და სტუდენტებთან გადაუმოწმებლად გააშუქა, ხოლო პრობლემა „სტუდენტები არ ფინანსდებიან“ ყალბ ნარატივად წარმოადგინა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიმართავს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს უარყოს მის მიერ არასწორად გაშუქებული ინფორმაცია.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აგრძელებს საკითხის კვლევას და მასზე სამართლებრივ რეაგირებას. აუცილებელია ამ საკითხის სიღრმისეული შესწავლა, პრიორიტეტული მიზნობრივი ჯგუფებისა და დასახლებების სწორად შერჩევა. მთავრობის მხრიდან მისი დროულად გადაწყვეტა და ისედაც რთულ ხაზზე, სადაც უსაფრთხოების, უფლებების სისტემატური შელახვის, დაკავებების, მკვლელობების, გადაადგილების შეზღუდვის, ბორდერიზაციის, სოციალ-ეკონომიკური პრობლემების კომპლექსია, მოსახლეობას აქვს უფლება ჰქონდეს ინფორმაცია  აღნიშნული პროცედურების შესახებ და სახელმწიფოს მხრიდან თანაბარი მოპყრობის იმედი. პრობლემას სჭირდება სწორი გადაწყვეტა და არა ბუნდოვანი და გაუმჭვირვალე, არაპროგნოზირებადი პროცედურები, რაც უმძიმეს დარტყმას აყენებს მომავალი თაობის განათლებას, ისედაც პანდემიით დამძიმებულ გარემოში.
 
პატიმრობის უპრეცედენტო ზრდა და გათავისუფლების მექანიზმების კრიზისი

საქართველოს სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა მკვეთრად გადაიხარა რეპრესიული მართლმსაჯულებისკენ, რამაც ქვეყანა პენიტენციური სისტემის კრიტიკულ გადატვირთვამდე მიიყვანა. 

10.06.2026
კორუფცია აფხაზეთში და რუსული გავლენები

აფხაზეთში კორუფცია დიდი ხანია გასცდა ცალკეული სამართალდარღვევების ფარგლებს და სისტემურ კრიზისად იქცა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო მმართველობის ყველა სფეროს მოიცავს. 

05.06.2026
DRI-მ გაეროში ახალგორელი აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის საქმეზე კომუნიკაცია წარადგინა

14 მაისს, DRI-იმ ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის საქმეზე გაეროს თვითნებური დაკავებების სამუშაო ჯგუფთან კომუნიკაცია წარადგინა. 

04.06.2026