GEO   ENG
სიახლეები
DRI ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებისთვის მუდმივმოქმედი ცხელი ხაზის შექმნის წინადადებით მიმართავს
08.02.2022
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი მუდმივმოქმედი ცხელი ხაზის შექმნის ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი წლებია დევნილთა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებთა უფლებრივ მდგომარეობას იკვლევს. საქმიანობისას გამოიკვეთა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებისთვის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან დაკავშირება განსაკუთრებით რთულია. პანდემიის პირობებში ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა და მოსახლეობა, ფაქტობრივად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის  გარეშე დარჩა.

თბილისთან კომუნიკაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილისთვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ინიციატივით მიმართა, შეიქმნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა, დევნილთა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის სპეციალური მუდმივმოქმედი ცხელი ხაზი.  ცხელი ხაზი უნდა გახდეს სახელმწიფოს მხარდამჭერ პროგრამებზე/დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და სიცოცხლის, ჯანმრთელობის, სხვა ძირითადი უფლებების დაცვის ხელისშემწყობი დამატებითი საშუალება. ამასთანავე, არსებული მექანიზმის დანერგვისას, აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობის ენობრივი საჭიროებების გათვალისწინება.
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026