GEO   ENG
სიახლეები
DRI: „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები ძალადობის პარტიული პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების სახიფათო პრეცედენტს ქმნის
07.06.2022
2022 წლის 6 ივნისს, „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს დავით ბერძენიშვილს და საქართველოს პარლამენტის წევრს ხათუნა სამნიძეს რუსთაველის გამზირზე თავს ორი პირი დაესხა. შსს-მ გამოძიება დავით ბერძენიშვილის ეპიზოდში ძალადობის (სსკ-ის 126-ე), ხოლო ხათუნა სამნიძის ნაწილში მუქარის (სსკ-ის 151-ე) მუხლებით დაიწყო. იმავე დღეს პოლიტიკოსები დაზარალებულებად ცნეს. 2022 წლის 7 ივნისს, დავით ბერძენიშვილმა ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლით სასამართლო სამედიცინო შემოწმება გაიარა.

ძალადობის დაუშვებლობაზე ხაზგასმის ნაცვლად, 2022 წლის 7 ივნისს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პოლიტიკოსებზე ძალადობის წამახალისებელი განცხადებები გააკეთეს. მათი რიტორიკა, რომელიც დაზარალებულებზე ძალადობის გაკიცხვის ნაცვლად, ოპოზიციონერებისგან მტრის ხატს ქმნის,[1] განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ფიზიკური დევნის საფრთხეს შეიცავს. გარდა ამისა, პოლიტიკური თანამდებობის პირების მსგავსი განცხადებები ძალადობის პარტიული პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების სახიფათო პრეცედენტს ქმნის.

დაზარალებულების სამართლებრივ ინტერესებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი იცავს. DRI-ს პოზიციით, საქართველოს პროკურატურამ უნდა გაითვალისწინოს დანაშაულის ჩადენის მოტივი. დაზარალებულები წარმოადგენენ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას და მხარს უჭერენ როგორც უმცირესობების უფლებების დაცვას, ისე ევროინტეგრაციის პროცესს. დანაშაულის ჩადენისას, თავდამსხმელები აგრესიას სწორედ მათი საქმიანობის და საჯაროდ გაცხადებული პოზიციების მიმართ გამოხატავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავი ორგანოებისთვის თავდამსხმელი პირების ვინაობები ცნობილია, მათთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.[2]


[1] „თავდასხმა/შეტევა ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ,“ „გამორჩეული ზიზღი ქართველი ხალხის მიმართ“
[2]  ორი პირიდან მხოლოდ ერთი (ი.ხ) არის დაკავებული.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით
ვეხმაურებით საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების განხილვის პროცესს.
21.10.2026
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში DRI-ის მიერ გაგზავნილი ახალი საქმეები დარეგისტრირდა

2 ოქტომბრის წერილით ცნობილი გახდა, რომ თამარ გიორგაძისა და ე.ჟ.-ს საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ოფიციალურად დარეგისტრირდა.

20.10.2026
DRI: დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე

დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე.

19.10.2026