GEO   ENG
ანგარიშები
2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი დარბევის საქმეების სასამართლო მონიტორინგი
06.10.2022
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ დარბევაში ბრალდებული პირების სასამართლო სხდომებს აკვირდებოდა. სასამართლო სხდომების მონიტორინგი 2021 წლის 3 ნოემბრიდან 2022 წლის 4 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. მონიტორინგის ფარგლებში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამკვირვებელი 57 სასამართლო სხდომას დაესწრო. სასამართლო სხდომებზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ 5 ივლისის ძალადობა წინასწარ იყო ორგანიზებული. ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების არსებობას როგორც სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები, ისე სხდომაზე გამოკვლეული ვიდეო მტკიცებულებებიც ადასტურებდა. ამასთან, როგორც საჯაროდ გავრცელებული, ისე საგამოძიებო ორგანოების მიერ მოპოვებული ვიდეო ჩანაწერები ცხადყოფდა, რომ 5 ივლისის საქმეებში მსჯავრდებულების რაოდენობაზე ბევრად მეტი მოძალადე ფიგურირებდა. სამართალდამცავი სტრუქტურების უმოქმედობის გამო, მასობრივ ძალადობაში მონაწილე არაერთი პირი პასუხისმგებლობის გარეშე დარჩა, ვინაიდან სახელმწიფო ბრალდების მხარემ მათი იდენტიფიცირება, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, ბრალის წაყენება და მტკიცებულებების მოპოვება არ უზრუნველყო. გარდა ამისა, პროკურატურის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარმოუდგენლობამ სასამართლოს შესაძლებლობა მისცა ბრალდებულების მიმართ წაყენებული ბრალი მძიმე მუხლებიდან მსუბუქ მუხლებზე გადაეკვალიფიცირებინა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ბრალდებულების ნაწილისთვის განსაზღვრული სასჯელი ჩადენილი ქმედებების არაპროპორციულია, რამაც შესაძლოა მომავალში წაახალისოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები.

2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი დარბევის საქმეების სასამართლო მონიტორინგი
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში DRI-ის მიერ გაგზავნილი ახალი საქმეები დარეგისტრირდა

2 ოქტომბრის წერილით ცნობილი გახდა, რომ თამარ გიორგაძისა და ე.ჟ.-ს საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ოფიციალურად დარეგისტრირდა.

20.10.2026
DRI: დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე

დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე.

19.10.2026
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026