დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) არის საჯარო პოლიტიკის
ანალიტიკური ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა 2018 წლის 7 თებერვალს და რომლის მიზანს წარმოადგენს
ადამიანის უფლებების პოპულარიზაცია, დაცვა და ადვოკატირება; თავისუფალი და სამართლიანი
არჩევნების დამკვიდრებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა, კონფლიქტურ
რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის, მხარეებს შორის ნდობის აღდგენის და ინტეგრაციის
პოლიტიკის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას მკვლევრის
პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო დატვირთვა: 10 კალენდარული დღე
სამუშაო დაწყების თარიღი: 2024 წლის ივლისი
სპეციფიკური დავალება და მოთხოვნები:
სამაგიდე კვლევამ უნდა მოიცვას შემდეგი საკითხები:
** სიძულვილის ენის გამოყენების არსებული ადგილობრივი
პრაქტიკა და ტენდენციები;
** სიძულვილის ენასთან მიმართებით არსებული კანონმდებლობა;
** სიძულვილის ენის გამოყენება სასკოლო სახელმძღვანელოებში,
მედიაში, სხვ.;
** საერთაშორისო უმაღლესი საუკეთესო პრაქტიკა;
** ანგარიშის მომზადება და რეკომენდაციები;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში;
ჟურნალისტიკაში, იურიდიული მიმართულებით;
** კვლევით სფეროში, მათ შორის, სამაგიდე კვლევების
კუთხით მუშაობის გამოცდილება
** წერისა და ანალიზის ბრწყინვალე უნარები;
** დავალების მაღალი ხარისხით და დადგენილ ვადებში შესრულების
უნარი;
** სიძულვილის ენაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV, სამაგიდე
კვლევის მეთოდოლოგიური მონახაზი და 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია. ინფორმაცია
უნდა წარმოადგინოთ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში არაუგვიანეს: 20 ივნისისა, შემდეგ
ელექტრონულ მისამართზე: info@democracyresearch.org. სათაურის ველში მიუთითოთ
"მკვლევარი".
გაცნობებთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ
კანდიდატებთან.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) იწყებს განაცხადების მიღებას ფიზიკური და ციფრული უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგის მონაწილეთა შესარჩევად.