GEO   ENG
ვაკანსიები
ესეების კონკურსი სიძულვილის ენაზე
17.12.2024

დემოკრატიის კვლევის ცენტრი  პროექტის ,,პარტნიორობა ადამიანის უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ საბრძოლველად’’ ფარგლებში მოსწავლეებისთვის აცხადებს ესეების კონკურსს სიძულვილის ენაზე.

მონაწილეობის პირობები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს (მე-IX-XII კლასი):

  • ესე უნდა დაიწეროს ქართულ ენაზე
  • ესე უნდა იყოს მორგებული საქართველოში არსებულ რეალობას
  • მაქსიმალური მოცულობა 1000 სიტყვა
  • ნამუშევრები უნდა იყოს მოწოდებული MS Word ფორმატში, 12 pt ზომის, შავი ფონტით, დანომრილი გვერდებით, სტრიქონებს შორის ორმაგი დანომვრით.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი ესე  გამოგვიგზავნოთ  15 იანვრამდე შემდეგ მისამართზე: democracyrc@gmail.com  და სათაურის ველში მიუთითოთ „ესეების კონკურსი“

ჯილდო:

3 საუკეთესო ესეს ავტორს, გადაეცემა პლანშეტი და სერტიფიკატი.

პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში,  ნამუშევარი არ განიხილება!

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი: “COBERM”-ის შემდგომი განვითარება: ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა გრძელვადიანი და ინკლუზიური მშვიდობისთვის (FLIP)